იულიუსის კალენდრით:
5 აპრ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
18 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი თ 9


ფსალმუნი ჲზ 67
დასასრულსა, დავითის ფსალმუნი, შესხმისაჲ
ფსალმუნი
  1. აღდეგინ ღმერთი, და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან.
  2. ვითარცა მოაკლდის კუამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცჳლი რაჲ დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა.
  3. და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყვნენ წინაშე ღმრთისა და განსცხრებოდიან სიხარულითა. * დიაფსალმაჲ
  4. აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელი-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე.
  5. შეძრწუნდედ პირისა მისისაგან, რომელი-იგი მამა არს ობოლთაჲ და მსაჯული ქურივთაჲ; ღმერთი ადგილსა წმიდასა მისსა.
  6. ღმერთმან დაამკჳდრნის ერთსახენი სახლსა, გამოიყვანნის კრულნი სიმჴნითა თჳსითა; ეგრეცა განმამწარებელნი მისნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან სამარებსა.
  7. ღმერთო, გამოსლვასა შენსა წინაშე ერისა შენისა და წიაღსლვასა შენსა უდაბნოდ * დიაფსალმაჲ
  8. ქუეყანაჲ შეიძრა და ცანიცა წუთოდეს პირისაგან ღმრთისა სინაჲსა, პირისაგან ღმრთისა ისრაელისა.
  9. წჳმაჲ ნებსითი განუმზადო, ღმერთო, სამკჳდრებელსა შენსა; მო-ღათუ-უძლურდა, ხოლო შენ და-ვე-ამტკიცო იგი.
  10. და ცხოველნიცა შენნი მკჳდრ არიან მას შინა; განუმზადე სიტკბოებითა შენითა გლახაკსა, ღმერთო.
  11. უფალმან სცეს სიტყუაჲ, რომელნი ახარებენ ძალითა მრავლითა.
  12. მეუფჱ ძალთაჲ საყუარელისაჲ, შუენიერებითა სახლისაჲთა განყოფად ნატყუენავისა.
  13. უკუეთუ დაიძინოთ შორის ნაწილებსა, ფრთენი ტრედისანი ვეცხლითმოსილ, და ბეჭთსაშუვალი მისი ფერითა ოქროჲსაჲთა.
  14. რაჟამს განაჩინებდა ცათა მყოფი იგი მეუფებსა მას ზედა, განთოვლდენ იგინი სელმონს.
  15. მთაჲ ღმრთისაჲ - მთაჲ პოხილი; მთაჲ შეყოფილი და მთაჲ პოხილი.
  16. რასა-მე ჰგონებთ თქუენ, მთანო შეყოფილნო? მთაჲ ესე, რომელ სთნდა ღმერთსა დამკჳდრებად მას ზედა, და რამეთუ უფალმანცა დაამკჳდროს იგი სრულიად.
  17. ეტლნი ღმრთისანი ბევრწილ არიან და ათასეულნი წარუმართებენ მას; უფალი მათ შორის სინასა, მთასა წმიდასა მისსა.
  18. აღჰჴედ მაღალსა, წარმოსტყუენე ტყუჱ და მოიღე ნიჭები კაცთა შორის, რაჲთა ურჩნიცა სამკჳდრებელად იყვნენ.
  19. უფალი ღმერთი კურთხეულ, კურთხეულ არს ღმერთი დღითი-დღე, წარგჳმართოს ჩუენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩუენისამან;
  20. ღმერთი ჩუენი ღმერთ მაცხოვარ, და უფლისა უფლისაგან არიან გამოსავალნი სიკუდილისანი.
  21. ხოლო ღმერთმან შემუსროს თავები მტერთა მისთაჲ, თხემი თმითურთ, რომელნი ვლენან უშჯულოებითა მათითა.
  22. თქუა უფალმან: ბასანით მოვაქციო, მოვაქციო სიღრმეთა შინა ზღჳსათა;
  23. რაჲთა შეიღებოს ფერჴი შენი სისხლითა და ენანი ძაღლთა შენთანი - მტერთაგან მის მიერ. 25 გამოჩნდეს სლვანი შენნი, ღმერთო, სლვანი ღმრთისა ჩემისა და მეუფისანი წმიდასა შინა.
  24. იმსთუეს მთავართა მახლობელად მგალობელთა, შორის ქალწულთა მეებნეთასა.
  25. ეკლესიათა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისთა.
  26. მუნ ბენიამენ ჭაბუკი განკჳრვებასა; მთავარნი იუდაჲსნი წინამძღუარნი მათნი; მთავარნი ზაბულონისნი, მთავარნი ნეფთალემისნი.
  27. ბრძანე, ღმერთო, ძალითა შენითა; განაძლიერე, ღმერთო, ესე, რომელ ჰქმენ ჩუენ შორის.
  28. ტაძრით შენით იერუსალემით შენდა შეწირონ მეფეთა ძღუენი.
  29. შეჰრისხენ შენ მჴეცთა ლერწმისათა; კრებული ზუარაკთაჲ დიაკეულთა შორის ერისათა მიდრეკად გამოცდილთა ვეცხლითა. განაბნიენ წარმართნი, რომელთა ჰნებავს ბრძოლაჲ.
  30. მოვიდენ მოციქულნი ეგჳპტით, ჰინდოეთმან უსწროს ჴელისა მიცემად ღმრთისა.
  31. მეფენი ქუეყანისანი აქებდით ღმერთსა და უგალობდით უფალსა.
  32. რომელი-იგი ამაღლდა ცასა ცათასა აღმოსავალით, ესერა მოსცეს ჴმაჲ თჳსი, ჴმაჲ ძლიერებისაჲ.
  33. მიეცით დიდებაჲ ღმერთსა; ისრაელსა ზედა დიდადშუენიერებაჲ მისი და ძალი მისი ღრუბელთა შინა.
  34. საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა; ღმერთი ისრაელისაჲ, მას მოსცეს ძალი და სიმტკიცე ერსა თჳსსა. კურთხეულ არს ღმერთი.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო