* ეკლესიის მამები მრავალგვარად განმარტავენ ხსენებულ ტერმინს, კერძოდ როგორც რიტმის ან მელოდიის ცვალებადობას ან კიდევ ერთი სულიერი ჭვრეტიდან მეორე სულიერ ჭვრეტაზე გადასვლას ანდა სამოძღვრო გვარის, აზრის თუ სიტყვის მნიშვნელობის სახეცვლას და ა.შ., თუმცა განმარტებათა მრავალგვარობის მიუხედავად არსებითი ცხადია: დიაფსალმა გულისხმობს ერთი ლოცვითი მდგომარეობიდან მეორე ლოცვით მდგომარეობაზე გადასასვლელ ზღურბლს, პაუზას, შესვენებას ანუ იმას, რასაც კარგად გამოხატავს დიაფსალმის ძველი ქართული შესატყვისი ”განსუენებაჲ”.
** ორ ნუსხაში (GH) ასეთი ტექსტი გვხვდება: "მუნ სირთა ბუდე-იდგან, და ჰეროდიაჲს სამკჳდრებელი შერაცხილ მათდა".
* [ ]ფრჩხილებში ჩასმული ტექსტი, ძველ მანუსკრიპტებში არ გვხვდება.
** ზოგიერთ ტექსტში გვხვდება: რამეთუ წარვალს ხატი ამის სოფლისაჲ.
*** ზოგიერთ ტექსტში გვხვდება: რაჲთა ღმერთმან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან, მამამან დიდებისამან, მოგცეს თქუენ სული სიბრძნისაჲ და გამოცხადებისაჲ ცნობად მისა.