იულიუსის კალენდრით:
27 სექ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
10 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია


ფსალმუნნი

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ბ 2


ფსალმუნი თ 9
დასასრულსა, საიდუმლოთათჳს ძისათა, ფსალმუნი დავითისი
ფსალმუნი
  1. აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი,
  2. ვიხარებდე და ვიშუებდე შენდამი და უგალობდე სახელსა შენსა, მაღალო.
  3. რაჟამს უკუნიქცეს მტერი ჩემი მართლუკუნ, მოუძლურდენ და წარწყმდენ პირისაგან შენისა.
  4. რამეთუ ჰყავ სამართალი ჩემი და მშჯავრი ჩემი, დაშჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო.
  5. შეჰრისხენ შენ წარმართთა და წარწყმდა უღმრთოჲ; სახელები მათი აჰჴოცე უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე.
  6. მტერისა მახჳლნი მოაკლდეს სრულიად და ქალაქნი აღაოჴრენ; წარწყმდა საჴსენებელი მათი ღაღადებით;
  7. და უფალი ჰგიეს უკუნისამდე; განჰმზადა სამართალსა ზედა საყდარი თჳსი.
  8. და თავადმან განსაჯოს სოფელი სიმართლით და განიკითხნეს ერნი სიწრფოებით.
  9. ეყო უფალი შესავედრებელ დავრდომილსა, მწე კეთილ ჟამსა ჭირისასა.
  10. და გესვიდენ შენდამი ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი, რამეთუ არა დასთხიენ მეძიებელნი შენნი, უფალო.
  11. უგალობდით უფალსა, რომელი დამკჳდრებულ არს სიონს, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი.
  12. რამეთუ რომელი გამოეძიებს სისხლთა მათთა, მოიჴსენა და არა დაივიწყა ღაღადებაჲ დავრდომილთაჲ.
  13. მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან, რომელმან აღმამაღლე მე ბჭეთაგან სიკუდილისათა,
  14. რაჲთა მიუთხრა მე ყოველი ქებულებაჲ შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა; ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა.
  15. დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელცა ქმნეს; მახითა ამით, რომელ დაარწყუეს, შეიპყრა ფერჴი მათი.
  16. განცხადებულ არს უფალი ყოფად საშჯელისა, საქმითა ჴელთა თჳსთაჲთა შეიპყრა ცოდვილი. * დიაფსალმაჲ
  17. მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს და ყოველნი წარმართნი, რომელთა დაჰვიწყებიეს ღმრთისაჲ.
  18. რამეთუ არა სრულიად დაივიწყოს გლახაკი და თმენაჲ დავრდომილთაჲ არა წარწყმდეს სრულიად.
  19. აღდეგ, უფალო, ნუ ძლიერობნ კაცი, ისაჯნედ წარმართნი შენ წინაშე.
  20. დაადგინე, უფალო, შჯულისმდებელ მათ ზედა; გულისჴმა-ყვედ წარმართთა, რამთუ კაცნი არიან. * დიაფსალმაჲ
  21. რად-მე, უფალო, დასდეგ შორს და უგულებელსმყოფ ჩუენ ჟამსა ოდენ ჭირისასა?
  22. ამპარტავანებასა უღმრთოჲსასა შეიწუვინ გლახაკი; შეპყრობილ იქმნენ იგინი ზრახვათა მათთაგან, რომელთაცა ზრახვენ.
  23. რამეთუ იქებინ თავით თჳსით ცოდჳლი გულისთქუმათა შინა სულისა თჳსისათა და უღმრთოჲ იკურთხევინ.
  24. განარისხა ცოდვილმან უფალი, მრავლითა გულისწყრომითა მისითა არა გამოიძიოს; არა არს ღმერთი წინაშე მისსა.
  25. ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსავე ჟამსა, მიღებულ არიან სამართალნი შენნი პირისაგან მისისა და ყოველთა მტერთა მისთა ზედა იგი ეუფლებინ.
  26. რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა: არა შევიძრა მე თესლითი-თესლადმდე თჳნიერ ძჳრისა.
  27. წყევითა და სიმწარითა და ზაკუვითა სავსე არს პირი მისი, ენასა მისსა ქუეშე არს შრომაჲ და სალმობაჲ.
  28. დაჯდეს იგი მზირად მდიდართა თანა ფარულად მოკლვად უბრალოჲსა; თუალნი მისნი გლახაკსა ხედვენ;
  29. მზირინ ფარულად, ვითარცა ლომი საყოფელსა თჳსსა; მზირინ იგი მიტაცებად გლახაკისა, მიტაცებად გლახაკისა და მიზიდვად მისსა;
  30. მახითა თჳსითა დაამდაბლოს იგი; დამდაბლდეს და დაეცეს, რაჟამს ეუფლებოდის იგი გლახაკსა.
  31. რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა: დაუვიწყებიეს იგი ღმერთსა, გარემიიქცია პირი მისი არახილვად სრულიად.
  32. აღდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
  33. რად-მე განარისხა უღმრთომან ღმერთი? - რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა: არა გამოიძიოს.
  34. ჰხედავ შენ, რამეთუ სალმობასა და რისხვასა განიცდი, რაჲთამცა მოგეცა შენ იგი ჴელთა შენთა. შენდა დაშთომილ არს გლახაკი; ობოლსა შენ ეყავ მწე.
  35. შემუსრე მკლავი ცოდვილისა და უკეთურისაჲ; იძიოს ცოდვაჲ მისი და არა იპოოს.
  36. უფალი მეუფე არს უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე; წარწყმდენ წარმართნი ქუეყანით მისით.
  37. ნებაჲ გლახაკთაჲ ისმინე, უფალო; განმზადებასა გულისა მათისასა ერჩდა ყური შენი
  38. განკითხვად ობლისა და გლახაკისა, რაჲთა არა დაჰრთოს კაცმან კუალადცა მდიდრად სიტყუაჲ ქუეყანასა ზედა.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო