იულიუსის კალენდრით:
11 აპრ. 2024 წ.

ოთხშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
24 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ღირსი ზენონ იყალთოელი (VI ს.)
16 (29) ოქტომბერი
ზენონ იყალთოელი

ღირსი ზენონ იყალთოელი — ათცამეტ ასურელ მამათაგანი. მოღვაწეობდა VI საუკუნის შუა წლებში. ღირსი მამა საქართველოში ჩამოვიდა ანტიოქიიდან, თავის მასწავლებელ იოანე ზედაზნელთან ერთად. თავდაპირველად იგი მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში თავის მასწავლებელთან, შემდეგ მოღვაწეობა გააგრძელა კაყეთში, იყალთოში. იქვე დააარსა იყალთოს მონასტერი, სადაც მოგვიანებით დაარსდა იყალთოს აკადემია. იყალთოს მონასტერში ღირსი ზენონი მოღვაწეობდა ამქვეყნიური ცხოვრების ბოლომდე. დასაფლავებულია იქვე, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარში.

ზენონ იყალთოელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთში ქრისტიანობის განმტკიცებას.

სამწუხაროდ ზენონ იყალთოელის ცხოვრების ამსახველმა წერილობითმა წყაროებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.

იყალთო მთავარი შესასვლელი იყალთოს აკადემია იყალთოს აკადემია იყალთოს აკადემია იყალთოს აკადემია იყალთოს აკადემია საძვალე საწნახელი იყალთოს აკადემიის საწნახელი ქვევრი, ჭური ქვევრები კიბე



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო