იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!



სარჩევი

ლოცვა საშინელისა მის მიწისა ძვრისა ასარიდებლად

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

ტროპარი:

რომელი მოჰხედავ ქუეყანასა და ჰყოფ მას შეძრწუნებულ, გვიჴსენ ჩვენ საშინელისა შერისხვისა და ძვრისაგან ქრისტე ღმერთო ჩვენო და გარდამოგვივლინენ მდიდრად მოწყალებანი შენნი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა და გვაცხოვნენ ჩვენ.

კონდაკი:

გვიჴსნენ საშინელისაგან ძვრისა ჩვენ ყოველნი უფალო, და ცოდვათა ჩვენთა წყლულებისაგან მოუთმენელისა. რიდე უფალო მართლმადიდებელსა ერსა შენსა, რომელი მოიგე სისხლითა შენითა მეუფეო, და ნუ მისცემ ქალაქსა ძვრითა საშინელითა წარსაწყმედელად, რამეთუ თვინიერ შენსა სხვა ღმერთი არა ვიცით, და ეტყოდე მღაღადებელთა: მე მხოლო ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.

ღმერთო, დიდო, საშინელო და საკვირველო, დიდო და მართალო, რომელი შემოქმედი ხარ ყოველთა და ყოველსავე კეთილად განაგებ, რომელი მოჰხედავ ქვეყანასა და ჰყოფ მას შეძრწუნებულ, რომელი შეახებ მთათა და კუმოდიან, რომელი შესძრავ ცათა საფუძვლითურთ და სვეტნი მათნი შეირყევიან, რომელი შესძრავ ქვეყანასა და მიხედვითა შენითა კვალად განამტკიცებ, რომლისაგან ეშინის ყოველთა და ჰსძრწის პირისაგან ძლიერებისა შენისა, რამეთუ ვერვის ძალ-უძს წინააღდგომად რისხვისა შენისა, ჩვენ ცოდვილთა ზედა მოწევნულთა საშინელებათა, არამედ აურაცხელ და გამოუთქმელ არს წყალობაჲ აღთქმისა შენისა: მოიჴსენე შენ, წყალობაჲ შენი უფალო და მოგვმადლე ჩვენ, რამეთუ საუკუნითგან და უკუნისამდე არიან წყალობანი შენნი. დაამტკიცე დაბადებული ესე შენი, განამტკიცე ქვეყანაჲ ესე, დააყუდე ძვრაჲ ესე, დააყუდე ძვრისა მიერი სალმობა ქვეყანასა და ნუ თანა წარგვწყმედ ჩვენ უსჯულოებათა ჩვენთაებრ და ნუცა ცოდვათა ჩვენთაებრ დაგვსჯი ჩვენ სიღრმეთა ქვეშე ქვეყანისათა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, ღმერთი წყალობისა და მაცხოვარებისა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო