იულიუსის კალენდრით:
12 ივლ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
25 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ იოანე და გაბრიელ ათონელთა ხსენებას!



სარჩევი

ლოცვა ცოლ-ქმრისა უშვილობისა გამო

ისმინე ჩვენი, მოწყალეო და ყოვლადძლიერო ღმერთო, რათა ვედრებისაებრ ჩვენისა მოგვეცეს ჩვენ მადლი შენი. მოწყალე იქმენ, უფალო, ლოცვათა მიმართ ჩვენთა, მოიჴსენე ჰსჯული შენი გამრავლებისათჳს კაცთა ნათესავისა და იყავნ სახიერ-მფარველ, რათა შენითა შემწეობითა დაცულ იქმნეს სიტყუაჲ იგი, რომელი ბრძანე შენ. შენ ძლევამოსილითა ძალითა შენითა არარაჲსაგან ყოველივე ჰქმენ და მიეც დასაბამ ყოველსა ყოფიერსა კაცნიცა ჰქმენ ხატად თჳსად და დიდითა საიდუმლოებითა წმიდა ჰყვენ კავშირი ცოლ-ქმრობისა, ნიშნად ქრისტესა და ეკლესიისა საიდუმლო ერთობისასა. მოჰხედენ, მოწყალეო მონათა ამათ შენთა (სახელები) ცოლ-ქმრობის კავშირით შეერთებულთა და შენისა შემწეობისა მიმართ შევრდომილთა, რათა გარდამოევლინოს წყალობაჲ შენი მათ ზედა. ნაყოფიერ ჰყვენ იგინი, რათა იხილონ ძენი ძეთა თჳსთანი მესამესა და მეოთხესა მოდგმადმდეც და მიიწივნენ ჟამსა სანატრელისა სიბერისასა და შევიდენ სასუფეველსა ცათასა მეოხებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა სულით წმიდითურთ, უკუნისამდე. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო