იულიუსის კალენდრით:
12 აპრ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
25 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვანი სინანულისანი

პარაკლიტონის ორშაბათის და სამშაბათის სინანულის კანონიდან, მარხვანიდან და უძველესი იადგარიდან.
ლოცვანი შეიძლება შესრულდეს ყოველდღიურად ან აღსარების წინ.

დასაწყისი ლოცვები

უფალო შეგვიწყალენ (12-გზის). დიდება... აწ და... მოვედით, თაყვანის-ვსცეთ... (3-გზის).

ფსალმუნი 50

3. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი.
4. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
5. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
6. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რათა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
7. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშუა მე დედამან ჩემმან.
8. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
9. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე.
10. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
11. გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ.
12. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
13. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
14. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე.
15. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
16. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა.
17. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
18. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
19. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს.
20. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
21. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

კონდაკი, ჴმა 6

უსწავლელთა მასწავლელო და სიბრძნისა მომცემელო და გლახაკთა ჴელის-აღმპყრობელო, მეუფეო ქრისტე, განამტკიცე და განაბრძვნე გული ჩემი და მომეც მე სიტყვაჲ, სიტყვაო ღმრთისაო, რათა ლმობიერად გიღაღადებდე: ჵ, მრავალმოწყალეო, მომეც კურნებაჲ და შემიწყალე მე.

დიდება...

სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ რასა გძინავს, აღსასრული მოახლოებულ არს, და გეგულვების შენ აღშფოთნება, განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს.

აწ და...

ცხოვრებისა გზათა შეცდომილმან, ღმრთისმშობელო, ცოდვითა, და უსჯულოებითა, და გულისწყრომითა დავაბნელე ყოველივე სულისა ჩემისა სიკეთე, და აწ გევედრები: შემწე მეყავ და მიჴსენ ყოვლისა სიბოროტისაგან.

იბაკონი სინანულისანი

შეცოდებულო სულო ჩემო, ჟამი არს სინანულისაჲ, რად გიყვარს სოფელი ესე, რამეთუ საწუთო არს? შემაძრწუნა მე სიკვდილმან, მიფარვამან მიწისამან შემაყვარა მე მოქცევაჲ და სინანული, იტყჳს უფალი ძალთაჲ; არა მნებავს სიკვდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და სინანული. იტყჳს ნეტარი პავლე, ნესტვი ეკლესიათაჲ: სადა არნ ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად აღემატის მადლი. სინანულითა განმბანე მე, იესუ, ემბაზსა წმიდასა იორდანესა, რათა შენ მიერ შევიდე ქორწილსა მას სამეუფოსა და ვპოვო დიდი წყალობაჲ.

დიდება...

საშინელისა მისთჳს და შემაძრწუნებელისა დღისა შეძრწუნებულ არს სული ჩემი, უფალო, რამეთუ ყოველნი დღენი ცხოვრებისა ჩემისანი უდებებით აღვასრულენ. მცნებაჲ შენი მნებავს დამარხვად და მხდომი მტერი განმაშორებს მე შენგან. არამედ შენ, მოწყალეო და კაცთმოყვარეო უფალო, მოყავ ჩემდა ძლიერი ეგე ჴელი შენი და აღმომიყვანე სიღრმეთაგან ცოდვათა ჩემთასა. მიჴსენ, ღმერთო, და შემიწყალე მე.

აწ და...

ზღვაჲ არს ცოდვისაჲ გვამი ჩემი, მაცხოვარ, და ღელვათაგან უშჯულოებათა ჩემთასა იგვემების სული ჩემი, მოწყალე. არამედ, ყოვლად დიდებულო, მომმადლე მე სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ, ვითარცა იგი ოდესმე პეტრეს მიჰმადლე და განიბანა ცრემლითა. კაცთმოყვარეო უფალო, დიდება შენდა.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო