იულიუსის კალენდრით:
6 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
19 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

სავედრებელი ლოცვა ღირსისა მამისა სერაფიმე საროველისადმი

სერაფიმე საროველი

ჵ, დიდად სათნომყოფო უფლისა, ღირსო და ღმერთშემოსილო მამაო სერაფიმე! მოიხილე საყდრითა დიდებისათა ჩვენ უძლურთა და უღირსთა მრავალთა ცოდვათა გამო ტვირთმძიმეთა, შენისა ლოცვისა და ნუგეშინისცემისა მთხოვნელთა ზედა, შეგვიტკბე ჩვენ გულმოწყალებისა შენისათჳს და შეგვეწიე, რათა ქრისტეს მცნებანი უმანკოდ დავიცვად, სარწმუნოება მართლმადიდებლობისა მტკიცედ ვიპყრათ, სინანული ცოდვათა ჩვენთათჳს უფალსა გულწრფელად მივართვათ და ღმრთისმსახურებასა შინა წარვემატებოდეთ, რათა ღირსნი ვიქმნეთ ლოცვათა შენითა წინაშე ღმრთისა ჩვენთჳს შეწირულისა.

ჵ, წმიდაო ღმრთისაო, შეისმინე ჩვენი, შენდამი სიყვარულითა და სარწმუნოებითა ლოცვათა შემწირველთა და ნუ მომიძაგებ, ჩვენ, რომელნი ვითხოვთ შეწევნასა შენსა: აწ და ჟამსა აღსსრულებისასა შეგვეწიე ჩვენ და გარე შეგვზღუდე ლოცვითა შენითა მზაკვართა ეშმაკთა ზედა დასჴმისაგან, რათა არა გვეუფლნენ წინააღმდგომნი სულნი ბოროტნი, არამედ ღირს ვიქმნეთ მეოხებითა შენითა დამკვიდრებად სასუფეველსა ცათასა. შენზედა დაგვიძს სასოებაჲ ჩვენი მამაო მოწყალეო, გვექმენ ჩვენ მმართებლად გზასა ზედა ხსნისასა, რათა წინამძღოლობითა შენითა მივიწივნეთ დაუღამებელსა ნათელსა საყდარსა ყოვლადწმიდისა სამებისასა, რომელსა ვუგალობთ და ვადიდებთ ყოველთა წმიდათა თანა, ყოვლად თაყვანის-საცემსა სახელსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

ჵ უსაკვირველესო მამაო სერაფიმე, საროვოს დიდო სასწაულთმოქმედო, სწრაფლშემსმენო შენდა მოლტოლვილთაო! ჟამსა ამას სოფელში მოღვაწებისასა არავინ არს წარსულ შენგან უნუგეშოდ და სევდიან, არამედ ყოველთათჳს საამო იყო ხილვა სახისა შენისა და კეთილ მითვალულ ჴმა ბაგეთა შენთა, ნიჭი კურნებისა მჭვრეტელობისა, უმწეოთა სულთა წამლობისა უხვად არს შენში, ყოვლად ნეტარო, ოდეს უფალმა მოგიწოდა შენ, ღირსო მამაო სერაფიმე ზეციურ განსვენებისათჳს, სიყვარული შენი არა დაუტევე ჩვენგან, არამედ აღურაცხელ არიან საკვირველებანი შენნი და ურიცხვ ვითარცა ვარსკვლავნი ცისანი, ღირსო მამაო, საკვირველმოქმედო სერაფიმე, სასოებით გიღაღადებთ: უწყნარესო და მშვიდო წმიდაო ღმრთისაო, უფლისადმი შემმართებელო მლოცველო, შენდა შევრდომილნი შეწევნასა შენსა ვითხოვთ: მიართვ მადლმოსილი ლოცვაჲ შენი ჩვენ ცოდვილთათჳს უფალსა ყოვლისა მპყრობელსა, რათა აცხოვნოს სულნი ჩვენნი, განამტკიცოს სამშობლო ჩვენი,მოგვანიჭოს ყოველი კეთილი ამა ცხოვრებასა შინა და უმჯობესი სულისა ჩვენისა, დაგვიფაროს ცოდვით დაცემისაგან და მოგვმადლოს ნიჭი ჭეშმარიტი სინანულისა, რათა დაუბრკოლებლად მივიწივნეთ სამარადისოსა სასუფეველსა ცათასა, სადაცა დაუსრულებელ არს წარუვალი ნათელი დიდებისა მისისა და ჩვენცა ყოველთა წმიდათა თანა შევასხმიდეთ გალობასა, პატივსა და თაყვანისცემასა, ყოვლადწმიდასა ერთარსსა, ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა, საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო