იულიუსის კალენდრით:
12 აპრ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
25 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ლოცვები ყოველი საქმის დაწყების წინ

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

მაკურთხე უფალო და შემწე მეყავ მე, ცოდვილს, აღსრულებასა ზედა ამის საქმისასა სადიდებელად შენდა. უფალო, იესუ ქრისტე, ძეო მხოლოდშობილო დაუსაბამოჲსა მამისაო, შენ სთქუ ყოვლადწმიდითა ბაგითა შენითა: ვითარმედ გარეშე ჩემსა არცა ერთი რაჲ ძალგიძსთ. უფალო ჩემო, უფალო, რწმენით მომიცავს გულსა და სულსა შინა ჩემსა შენ მიერ თქმული, შეუვრდები სახიერებასა შენსა: შემეწიე მე ცოდვილს, რათა საქმჱ ესე, ჩემ მიერ დაწყებული განვასრულო შენ მიერ, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათათა, ამინ!

ლოცვა საქმის დამთავრების შემდეგ

აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ, ქრისტე, ღმერთო ჩემო, აღავსე სიხარულითა და მხი-არულებითა გული ჩემი და მაცხოვნე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალ-მოწყალე.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო