იულიუსის კალენდრით:
7 აპრ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
20 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ღმრთისმშობლის დაუჯდომელის გალობას!



სარჩევი

ლოცვა მოციქულ სვიმონ კანანელისადმი ბედნიერისა ქორწინებისათვის

ქორწილი კანაში

წმიდაო დიდებულო და ყოვლადქებულო მოციქულო ქრისტესო სვიმონ, რომელი ღირს-იქმენ მიღებად სახლსა შინა შენსა კანას გალილეასა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისა, დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა, და თუალითა შენითა მხილველ-იქმენ ყოვლადდიდებულისა სასწაულისა ქრისტესსა, ქორწილსა შინა შენსა აღსრულებულსა, წყლისა ღვინოდ გარდაქცევისა! გვედრით შენ სარწმუნოებითა და სიყვარულითა: ევედრე ქრისტესა უფალსა, რათა სულნი ჩვენნი ცოდვისმოყვარული გარდააქციოს ღმრთის-მოყვარულად; დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩვენ ლოცვითა შენითა განსაცდელთაგან საეშმაკოთა და დაცემათაგან ცოდვისათა და გარდამოგვივლინე ჩვენ ზეგარდამო შეწევნაჲ მოწყენილობათა შინა ჩვენთა და უძლურებათა, რათა არა შემიბრკუმენ სვლანი ლოდსა ზედა საცთურისასა, არამედ უცვალებელად ვიარებოდეთ მაცხოვნებელსა გზასა მცნებათა ქრისტესთა, ვიდრეღარა მივიწეოდეთ ნეტართა მათ სავანეთა სამოთხისათა, სადაცა შენ განსვენებულხარ და სიხარულსა ეძლევი. ჵ, მოციქულო მაცხოვრისაო! ნუ გუარცხვენ ჩვენ, რომელთა სასოებაჲ მტკიცე დაგვიძს შენზედა, არამედ შემწე და მფარველ გვექმენ ჩვენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა, რათა ღმრთისმოსაობასა და ღმრთისსათნომყოფელობასა შინა განვლოთ საწუთროჲ ცხორებაჲ ესე, კეთილსა და მშვიდობითსა ქრისტეანულსა აღსასრულსა მივემთხვივნეთ და წრფელსა პასუხის-გებასა ღირს-ვიქმნეთ საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესსა; განრომითა საზვერეთა ჰაერისმცველთასა და ჴელმწიფებისაგან ბოროტისა ამის სოფლისა თავადისათა, დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათაჲ და ვადიდებდეთ დიდადშუენიერსა სახელსა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო