იულიუსის კალენდრით:
5 აპრ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
18 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


წმიდა იოანე ოქროპირის ლოცვა დილა-საღამოს საკითხავი

უფალო, არა მომაკლო და არა ნაკლულევან-მყო მე ზეციურთა სიკეთეთა შენთა. უფალო, მიჴსენ მე საუკუნო საწამებელთაგან და გეჰენიისა მის ცეცხლისა შემაძრწუნებელისა. უფალო, უკუეთუ გცოდე მე გონებითა ჩემითა, ანუ გულისზარხვითა ჩემითა, ანუ სიტყჳთა, შემიწყალე და შემინდევ მე. უფალო, აღმოფხარ ჩემგან ყოველივე უმეცრებაჲ, დავიწყებაჲ, სულმოკლეობაჲ და ქუაგულმქმნელი იგი უგრძნობელობაჲ. უფალო, მიჴსენ მე ყოვლისაგან განსაცდელისაგან და ჭირთაგან მრავალთა. უფალო, განმინათლე გული ჩემი დაბნელებული ყოველთაგან ბილწთა მათ ვნებათაგან უნათლოთა. უფალო, უკუეთუ ვითარცა კაცმან გცოდენ, ხოლო შენ ვითარცა ღმერთმან წყალობა-უხვმან განამდიდრე წყალობაჲ შენი, რამეთუ უწყი უძლურებაჲ სულისა ჩემისაჲ, ძლიერო. უფალო, გარდამოავლინე მადლი იგი შენი ჩემ ზედა, რამეთუ განვადიდო სახელი შენი წმინდაჲ და გაქებდე შენ ყოვლადსახიერ მარადჟამ დაუცადებლად. უფალო, შთამწერე მე მონაჲ შენი წიგნსა მას ცხოველთასა და მომმადლე მე აღსასრული კეთილი. უფალო, ღმერთო ჩემო, არარაჲ კეთილი მიქნიეს წინაშე შენსა, გარნა მადლითა შენითა ღირს-მყავ მე ყოვლისავე საქმისა კეთილად დაწყებაჲ. უფალო, აცვრიენ გულსა შინა ჩემსა განმხმელსა ცვარნი მადლისა შენისანი და დამარწყულე მე. უფალო და მეუფეო ზეცათაო და ქვეყანისაო, მომიჴსენენ მე მონაჲ შენი არაწმინდა სასუფეველსა შენსა. ამინ! უფალო, სინანულსა შინა შემიწყნარენ მე. უფალო, არა დამიტევო მე. უფალო, არა შთამაგდო მე განსაცდელსა და შემთხუევასა ძვირსა და უწყალოსა არა მიმცე მე. უფალო, მომმადლე მე გულისჴმაჲ იგი კეთილი და სათნო-მყოფელი შენი მარადის.

უფალო, მომმადლე მე ნაკადულნი ცრემლთანი, ჴსენება იგი სიკვდილისა დაუვიწყებელი და სილბო გულისა, რამეთუ ლმობიერ ვიქმნე. უფალო, მომმადლე მე ზრახვა კეთილი, რამეთუ აღვიარო მე ცოდვანი ჩემნი წინაშე შენსა. უფალო, მომმადლე მე სიმდაბლჱ, მორჩილება და უმანკოებაჲ, რამეთუ ვიდოდე მე სიმართლითა შენითა. უფალო, მომმადლენ მე მოთმინებაჲ, სულგრძელობაჲ და მშვიდობაჲ სულისა ჩემისათჳს. უფალო, დაამკვიდრე სულსა შინა ჩემსა წყაროჲ იგი სათნოებათა და შიში შენი გულსა შინა ჩემსა განავრცენ. უფალო, ღირსმყავ მე, რამეთუ შეგიყვარო შენ მრთელითა სულითა ჩემითა და მრთელითა ზრხვითა ჩემითა, რამეთუ ყოველსავე შინა ვყოფდე მე ნებასა შენსა. უფალო, დამიფარენ მე კაცთაგან ბოროტთა და ეშმაკთაგან მზაკვართა და ვნებათაგან ბილწთა და ყოვლისაგან რაჲცა უჯერო არს და არასარგებელ. უფალო, ვუწყი, რამეთუ ჴელქმნი მას, რაჲცა გნებავს, ამიტომ იყავნ ნებაჲ შენი ჩემ ცოდვილსა ზედა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ აწ და მარადის და საუკუნეთა შინა. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო