იულიუსის კალენდრით:
14 აპრ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებს!



სარჩევი

ლოცვა ოპტინელი ბერებისა

ოპტინელი ბერები

უფალო, მომეც მე ძალა, რათა სიმშვიდითა სულიერითა მივიღო ყოველივე, რასაცა მომიტანს დღჱ ესე, მომეც მე ძალა, რათა სრულიად მინდობილ ვექმნე წმიდასა ნებასა შენსა. ყოვლითურთ მიწინამძღვრე და შემეწიე მე თჳთოეულსა ჟამსა დღისასა. რაჲცა რა ამბავი მესმას დღესა ამას, მასწავე მიღებად მისსა სულითა სიმშვიდისათა, რწმენითა მტკიცითა, რამეთუ ყოველივე ნებითა შენითა წმიდითა ქმნილ არს. შენ ექმენ მარადის წინამძღვარ აზრთა და გრძნობათა ჩემთა ჟამსა შრომისა და უბნობისა, ჟამსა ყოვლისა უცებისა საქმის მოწევნისასა. ნუ მიმცემ მე დავიწყებად, რამეთუ ყოველივე შენ მიერ მოვლინებულ არს. მასწავე მე კეთილგონიერებითა და წრფელად ცხოვრებაჲ ჩემდათანა ყოვლისა სახლობისათა, არა წყინებად და არცა აღშფოთებად ვინმესა. უფალო, მომეც მე ძალა, რათა დავითმინო დაშრომაჲ მდგომარისა დღისაჲ და ყოვლისა შემთხვევისაჲ განმავლობასა შინა მისსა. ექმენ წინამძღვარ ნებასა ჩემსა და მასწავე მე ლოცვაჲ, სასოებაჲ, რწმენაჲ, სიყვარული, მოთმინებაჲ და მიტევებაჲ, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო