იულიუსის კალენდრით:
13 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
26 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა ნათლულთათვის უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესადმი

უფალო იესუ ქრისტე, იყავნ წყალობანი შენნი ნათლულთა ჩემთა ზედა (სახელები), დაიფარენ იგინი ქვეშე საფარველსა შენსა, დაიცევ ყოველთა ბოროტთა გულისთქმათაგან, განაშორე მათგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, განუხვენ მათ ყურნი და თვალნი გულისანი, ეც სიჩჩოება და შემუსვრილება გულთა მათთა.

უფალო, ყოველნივე ქმნულნი შენნი ვართ, შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (სახელები) და მოაქციენ იგინი სინანულად.

აცხოვნე უფალო და შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (სახელები) და განანათლენ გონებანი მათნი ნათლითა მით წმიდისა სახარებისა შენისა სწავლებისათა და დაადგინენ იგინი გზასა მცნებათა შენთასა და ასწავე მათ, მაცხოვარ, აღსრულებად ნებისა შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი.

ლოცვა ღმრთისა დედისადმი, მოსაქცევად გზააბნეულისა ნათლულისა

თქმული წმიდისა გაბრიელ ნოვგოროდელისა

ჵ, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ზეცათაო, ღმრთისმშობელო ქალწულო! შობითა შენითა იჴსენ ნათესავი კაცთაჲ ეშმაკისა საუკუნოჲსა სატანჯველისაგან; რამეთუ გვიშევ ქრისტე, მაცხოვარი ჩვენი. მოიხილე მოწყალებითა შენითა ამასცა ზედა (სახელი), მოკლებულსა წყალობისაგან ღმრთისა და მადლისა, დედობრივითა კადნიერებითა და ლოცვითა შენითა გამოითხოვე ძისა შენისაგან, ქრისტეს ღმრთისა ჩვენისაგან, რათა გარდამოავლინოს მადლი თჳსი ამას წარწყმედასა მიწევნულსა ზედა. ჵ, ყოვლადკურთხეულო! შენ ხარ უსასოთა სასო, სასოწარკვეთილთა ხსნა, დე ნუ იხარებს მტერი სულსა მისსა ზედა!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო