იულიუსის კალენდრით:
12 აპრ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
25 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა ზეციურ ძალთა მხედართმთავრის მთავარანგელოზ მიქაელისადმი

ზეციურ ძალთა მხედართმთავარი

უფალო, ღმერო ძლიერო, მეუფეო დაუსაბამოო, წარმოგზავნე მთავარანგელოზი შენი მიქაელი შეწევნად მონისა შენისა (სახელი), რათა მიხსნას მე ხილულ და უხილავ მტერთაგან.

ჵ, დიდო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, გარდამოავლინე მშვიდობა შენი სახიერი მონასა ამას შენსა ზედა.

ჵ, დიდო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, ეშმაკთა შემმუსვრელო, შეჰკარ ყოველნი მბრძოლნი ჩემნი და აღჴოცენ იგინი პირისაგან მიწისა.

ჵ, დიდო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, უპირველეს ექვსფრთოვან დიდებულთა შორის, ზეციურ ძალთა, ქერუბიმთა და ყოველთა წმიდათა ზესთამბრძოლო.

ჵ, საკვირველო მთავარანგელოზო მიქაელ, იდუმალო მფარველო, მეყავნ მე შემწედ ყოველთა განსაცდელთა, ურვათა, მწუხარებათა შინა, უდაბნოთა, წყალთა და ზღვასა მყოფსა შემქმენ მშვიდ ნავთსაყუდელად.

დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, განმათავისუფლე ეშმაკისა საცდურისაგან და შეისმინე ჴმაჲ ცოდვილისა მონისა შენისა (სახელი), რომელი ვღაღადებ და მოვიხმობ სახელსა შენსა წმიდასა, მსწრაფლ შემეწიე და შეიწყნარე ლოცვა ჩემი.

ჵ, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, სძლიე ყოველთა წინააღმდგომთა ჩემთა ძალითა პატიოსნისა ცხოველსმყოფელისა ჯვარისა უფლისათა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა უხრწნელისა ღმრთისმშობელისათა, ყოველთა წმიდათა მთავარანგელოზთა და ანგელოზთა, შუამდგომელობითა წმიდისა წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, წმიდისა მოციქულთასწორისა განმანათლებელისა ჩვენისა ნინოსითა, დიდისა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა, წმიდისა დიდისა ძლევაშემოსილისა გიორგისათა, წმიდისა ილია წინასწარმეტყველისა, დიდთა მოწამეთა ნიკიტასა და ევსტათესი, მეოხებითა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, ყოველთა წმიდათა და ყოველთა ზეციურთა ძალთა, ამინ!

ჵ, დიდო მთავანარგელოზო მიქაელ, შემეწიე მე ცოდვილსა მონასა შენსა (სახელი) და მიჴსენ მე, ერი ჩვენი, ეკლესია და სრულიად საქართველო სიყმილისაგან, სრვისა, ძვრისა, ცეცხლისაგან, მახვილისა, შიმშილისა, მოულოდნელი სიკვდილისა, მტრისა მზაკვარისა და ყოველი ბოროტისაგან და დაგვფარენ ჩვენ დიდო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო