იულიუსის კალენდრით:
12 ივლ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
25 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ იოანე და გაბრიელ ათონელთა ხსენებას!



სარჩევი

მშობლის ლოცვა გარდაცვლილი შვილისათვის

უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, მეუფეო ცხორებისა და სიკუდილისაო, ნუგეშინისმცემელო მწუხარეთაო, სალმობიერითა და შემუსვრილითა გულითა შეგივრდები და გევედრები: მოიჴსენე, უფალო, სასუფეველსა შენსა სული მიცვალებულისა (მონისა/მხევლისა) შენისა (სახელი) და მიეც მას საუკუნოჲ ჴსენებაჲ.

მეუფეო ცხორებისა და სიკუდილისაო, ვითარცა მომეც მე შვილი ესე ყოვლადბრძნითა და სახიერებითა ნებითა შენითა, კვალად ინებე განშორებაჲ მისი ჩემგან. იყავნ სახელი შენი კურთხეულ, უფალო! გევედრები მსაჯულო ცათა და ქუეყანისაო, უსაზღვროჲთა მით კაცთმოყუარებითა შენითა მიუტევე გარდაცვალებულსა შვილსა ჩემსა ყოველნი შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყჳთნი და საქმითნი, და ჩვენცა, მშობელთა მისთა მოგჳტევენ, მოწყალეო, შეცოდებანი ჩვენნი. უწყით ცოდვათა ჩვენთა სიმრავლე წინაშე შენსა; უწყით, რამეთუ გარდავჴედით მცნებათა შენთა და არა დამცველვექმენით მათ. და უკუეთუ შვილი ჩემი, ჩვენგან მიცვალებული ჟამსა საწუთოჲსა ცხორებისასა უმეტესღა ზრუნვიდა ამაოჲსათჳს ჴორცისა თჳსისა და არა შენ, უფლისა და ღმრთისა მისისათჳს, უკუეთუ საწუთოჲსა საშუებელნი შეიყუარნა უმეტეს სიტყჳსა და მცნებისა შენისა, უკუეთუ მიეცა იგი განცხრომასა და ფუფუნეულსა მას ცხორებასა საწუთოჲსასა და არა შემუსრვილებასა გულისასა ცოდვათა თჳსთათჳს, და უკუეთუ არა თავსმდებ იყო ღამისთევისაჲ, და მარხვისაჲ, და ლოცვისაჲ, გულსმოდგინედ გევედრები: შეუნდვენ, მამაო, ყოვლადსახიერო, შვილსა ჩემსა ყოველნი შეცოდებანი ესევითარნი, შეუნდვენ და აჴოცენ მისგან, უკუეთუ სხვანიცა ბოროტებანი უქმნიან მას საწუთოჲსა ამას შინა.

უფალო იესუ ქრისტე, ვითარცა აღადგინე ასული იგი იაროსისაჲ ლოცვითა და სარწმუნოებითა მამისა მისისათა, ანუ განჰკურნე ქალწული იგი ქანაანელისა დედაკაცისაჲ ვედრებითა და სარწმუნოებითა დედისა მისისათა, შეისმინე უკუე ლოცვაჲ ესე ჩემი შვილისა ჩემისათჳს და ნუ უგულებელს-ყოფ მას. შეუნდვენ, უფალო, შეუნდვენ მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, აღმოიყვანე სული მისი სამარადისოჲსა მისგან სატანჯველისა და დაამკჳდრე იგი წმიდათა შენთა თანა, რომელნი საუკუნითგან სათნო გეყვნეს შენ, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარებაჲ, არა ურვაჲ, არცა სულთქმაჲ, არამედ ცხორებაჲ იგი დაუსრულებელი, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა ცოდოს, რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ უცხოჲ ყოვლისაგან ცოდვისა. ესმეს შვილსა ჩემსა საშინელსა მას სამსჯავროსა შენსა ყოვლადსაწადელი ჴმაჲ შენი: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკჳდრეთ დასაბამითგან სოფლისაჲთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი“, რამეთუ შენ ხარ მამაჲ წყალობისა და მოწყალებისა, შენ ხარ ცხორებაჲ და აღდგომაჲ ჩვენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და სულისა წმიდისა თანა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო