იულიუსის კალენდრით:
12 აპრ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
25 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

წესი, რომელსაც ასრულებს ერისკაცი მიცვალებულთათვის სახლში და საფლავზე

დასაწყისი ლოცვები

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). დიდება... აწ და...
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ... (3-გზის)

ფსალმუნი 90

1. რომელი დამკჳდრებულ არს შეწევნითა მაღლისაჲთა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაჲსა განისუენოს.
2. ჰრქუას უფალსა: ჴელისაღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.
3. რამეთუ მან გიჴსნეს შენ საფრჴისა მისგან მონადირეთაჲსა და სიტყჳსა მისგან განსაკრთომელისა.
4. ბეჭთსაშუვალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარემოგადგეს შენ ჭეშმარიტებაჲ მისი.
5. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი;
6. ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუადღისა.
7. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და - ბევრეულნი მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.
8. ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაჲ იხილო.
9. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.
10. არა შევიდეს შენდა ძჳრი და გუემაჲ არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.
11. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა;
12. ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი;
13. ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხჳდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.
14. რამეთუ მე მესვიდა, და ვიჴსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.
15. ჴმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიჴსნა იგი და ვადიდო იგი.
16. დღეგრძელებითა განვაძღო იგი და უჩვენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი.

დიდება... აწ და... ალილუია... (3-გზის)

ტროპარი, ჴმა მე-4

სულთა თანა აღსრულებულთა მართალთასა, სულსა (მონისა/მხევლისა) შენისასა განუსვენე მაცხოვარ, და ღირს ჰყავ სანატრელსა მას ცხოვრებასა კაცთ-მოყუარე.
განსასუენებელსა შენსა მაცხოვარ, სადა ყოველნი წმიდანი მკჳდრ არიან. განუსუენე სულთა (მონისა/მხევლისა) შენისასა, რამეთუ შენ მხოლო ხარ კაცთმოყუარე.
დიდება...

შენ ხარ ღმერთი, რომელი შთაჴედ ჯოჯოხეთად, და დაჰჴსენ სალმობანი შესუენებულთანი. აწცა განუსუენე ქრისტე ღმერთო, სულსა (მონისა/მხევლისა) ამის შენისასა.
აწ და...

შენ მხოლოო უბიწოო და უხრწნელო ქალწულო, რომელმან ჰშევ ღმერთი ჴორცშეხსმული, მას ევედრე, რათა აცხოვნოს სული ამისი.

წარდგომა, ჴმა მე-5

განუსუენე მაცხოვარო ჩვენო, მართალთა თანა (მონასა/მხევალსა) შენსა, და ესე დაამკჳდრენ ეზოთა შინა შენთა, ვითარცა წერილ არს. უგულებელსჰყუენ, ვითარცა სახიერ ხარ შეცოდაბანი ამისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, და ყოველნივე მეცნიერებით და უმეცრებით ქმნილნი, კაცთმოყუარე.

კონდაკი, ჴმა მე-8

წმიდათა თანა განუსუენე ქრისტე, სულსა (მონისა/მხევლისა) შენისასა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.

იკოსი

შენ მხოლო ხარ უკუდავი ყოვლადძლიერო, რომელმან ეგე შეჰქმენ და დაჰბადე კაცი, ხოლო კაცნი ქუეყანით დავიბადენით, და კვალად მუნვე ქუეყანად და მიწად მივიქცევით ჩვენ, ვითარცა-იგი ჰსთქუ შემოქმედმან ჩემმან და მიბრძანე, ვითარმედ მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც, სადა-იგი მივიქცევით ყოველნი მოკუდავნი, ვინაცა დაფლჳსა ჩვენისა გოდებასა ვჰგოდებთ და გალობით ვჰღაღადებთ და ვიტყჳთ საღმრთოსა ამას გალობასა: ალილუია, ალილუია, ალილუია.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა... დიდება... აწ და... უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეიწყალე სული (მონისა/მხევლისა) ამის შენისასა (სახელი). ამინ!
სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსუენებაჲ მიჰმადლე უფალო, მიცვალებულსა (მონასა/მხევალსა) ამას შენსა (სახელი) და მიეც ამას საუკუნო ჴსენება.

საუკუნოდ იყოს ჴსენება ამისი. ხსნება და კურთხევა ამისი (2-გზის).
სულმან მისმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქუეყანაჲ.
ალილუია, ალილუია, ალილუია.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო