იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!



სარჩევი

სავედრებელი ლოცვა მღვდელმოწამისა კვიპრიანე კართაგენელისა მიმართ, ჯადოქრობის საწინააღმდეგოდ

ჯადოქრობის საწინააღმდეგოდ

ჵ წმიდაო, სათნო-მყოფელო ღმრთისაო, მღვდელ-მოწამეო კვიპრიანე, მსწრაფლ-შემწეო და მლოცველო ყოველთა შენდამი მოლტოლვილთათჳს, მიითვალე ჩვენ უღირსთაგან სადიდებელი ესე, ევედრე უფალსა ღმერთსა ჩვენსა, რათა მოგვმადლოს ჩვენ, უძლურებათა შინა განმტკიცებაჲ, მწუხარებათა შინა ნუგეშისცემაჲ, და მოგვანიჭოს ჩვენ ყოველი სარგებელი ცხოურებისა ჩვენისათჳს აღავლინე უფლისა მიმართ მრავალ-ძალი ლოცვაჲ შენი, რათა დაგვიცვას ჩვენ ყოველთაგან შეცოდებათა, გვასწაოს ჩვენ ჭეშმარიტი სინანული, გვიხსნას ჩვენ ტყვეობისაგან ეშმაკთა და ბოროტთა სულთა მანქანებათაგან და ყოველთა მაჭირვებელთა ჩვენთაგან. გვეყავნ ჩვენ მცველად შეურყევლად, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, მოგვანიჭე ჩვენ განსაცდელსა შინა მოთმინებაჲ და ჟამსა სიკუდილისა ჩვენისასა შეწევნაჲ მოგვივლინე მაწამებელთა ჩვენთაგან, რომელნი შეგვემთხვივნეს ჰაერთა შინა საზვერეთასა, რათა შენს მიერ ძღვანებულნი, მივიწივნეთ ზეციურსა იერუსალემსა, და ცათა სასუფეველსა შინა ღირს ვიქმნეთ ყოველთა წმიდათა თანა დიდებად ყოვლად-წმიდისა სამებისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

ჵ წმიდაო, სათნო-მყოფელო ღმრთისაო, მღვდელ-მოწამეო კვიპრიანე, იჴსენ ტყვეობისაგან ეშმაკთა, ბოროტთა სულთა და ჯადოქრობის მანქანებათაგან და ყოველთა მაჭირვებელთაგან, მონანი და მხევალნი ღმრთისანი: (სახელები) ეყავ მათ მცველად შეურყევლად, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, დაიჴსენ იგინი ჯადოქართა კლანჭებისაგან, რათა შენს მიერ დახსნილნი, დაცულნი და ძღვანებულნი, მოიქცნენ მართალსა სარწმუნოებასა ზედა, დიდებად ყოვლად-წმიდისა სამებისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო