იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!


საქმე წმიდათა მოციქულთაჲ

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

თავი 11

საქმე მოციქულთა
  1. ხოლო ესმა მოციქულთა მათ და ძმათა, რომელნი იყვნეს ჰურიასტანს, ვითარმედ წარმართთაცა შეიწყნარეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ.
  2. და რაჟამს აღვიდა პეტრე იერუსალჱმდ, ერიდებოდეს მას წინა-დაცუეთილებისაგანნი ძმანი,
  3. და იტყოდეს, ვითარმედ: კაცთა მიმართ წინა-დაუცუეთელთა შეხუედ და მათ თანა სჭამე.
  4. ხოლო პეტრე იწყო და მიუთხრა მათ შემდგომითი შემდგომად და ჰრქუა:
  5. მე ვიყავ ქალაქსა შინა იოპესა და, ვილოცევდ რაჲ, ვიხილე განკჳრვებასა ჩემსა ჩუენებაჲ, რამეთუ გარდამოვიდოდა ჭურჭელი რაჲმე, ვითარცა ტილოჲ დიდი, ოთხთაგან კიდეთა დამოკიდებული ზეცით, და მოვიდა ვიდრე ჩემდამდე,
  6. რომელსა მივხედენ და გავიცდიდი, და ვიხილე მას შინა ოთხფერჴი ქუეყანისაჲ და მჴეცნი და ქუეწარმავალნი და მფრინველნი ცისანი,
  7. და მესმა ჴმაჲ, რომელი მეტყოდა მე: აღდეგ, პეტრე, დაკალ და ჭამე.
  8. და მე ვთქუ: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ ბილწი რაჲვე გინა არაწმიდაჲ არასადა შესრულ არს პირსა ჩემსა.
  9. მომიგო მე ჴმამან მან მეორედ ზეცით: რომელი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ ბილწ გიჩნ.
  10. ესე იყო სამ გზის და კუალად აღმაღლდა ყოველი იგი ზეცად.
  11. და აჰა მუნთქუესვე სამნი კაცნი მოიწინეს ბჭეთა მის სახლისათა, რომელსა-იგი შინა ვიყავ, მოვლინებულნი ჩემდა კესარიაჲთ.
  12. და მრქუა მე სულმან წმიდამან მისლვად მათ თანა და არარას ორგულებად. მოვიდეს ჩემ თანა ექუსნიცა ესე ძმანი და შევედით სახლსა მის კაცისასა.
  13. და მითხრა ჩუენ, ვითარ-იგი იხილა ანგელოზი ღმრთისაჲ სახლსა შინა თჳსსა მდგომარე, რომელმან ჰრქუა მას: მიავლინე იოპედ და მოიყვანე შენ სიმონ, რომელსა ჰრქჳან პეტრე,
  14. რომელმან იგი გრქუნეს შენ სიტყუანი, რომლითა სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი.
  15. და ვითარცა ვიწყე მე სიტყუად, მოვიდა სული წმიდაჲ მათ ზედა, ვითარცა-იგი ჩუენ ზედა პირველად.
  16. და მომეჴსენა მე სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: იოვანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა.
  17. აწ უკუეთუ სწორი ნიჭი მისცა მათ ღმერთმან, ვითარცა ჩუენ, რომელთა-ესე გურწმენა უფალი იესუ ქრისტე, მე რაჲ ძალ-მედვა ყენებად ღმრთისა?
  18. ვითარცა ესმა ესე, დადუმნეს და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს: უკუეთუ ნანდჳლვე წარმართთაცა მისცა ღმერთმან სინანული იგი ცხორებისაჲ.
  19. და რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს ჭირისა მისგან, რომელი იყო სტეფანეს ზედა, მივიდეს ვიდრე ფინიკედმდე და კჳპრედ და ანტიოქიად, არარას ვის ეტყოდეს სიტყუასა, გარნა ჰურიათა მათ ხოლო.
  20. ხოლო იყვნეს ვინმე მათგანნი კაცნი კჳპრელნი და კჳრინელნი, რომელნი შევიდეს ანტიოქიად და იტყოდეს ბერძლ მეტყუელთა მათ მიმართ და ახარებდეს უფალსა იესუს.
  21. და იყო ჴელი უფლისაჲ მათ თანა განკურნებად. და მრავალსა რიცხუსა ჰრწმენა და მოიქცეს უფლისა.
  22. ესმა სიტყუაჲ ესე ყურთა კრებულისათა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს მათთჳს და მიავლინეს ბარნაბა, რაჲთა განვიდეს ვიდრე ანტიოქიადმდე,
  23. რომელი-იგი მოვიდა და იხილა მადლი იგი ღმრთისაჲ და განიხარა და ჰლოცვიდა ყოველთა გულს-მოდგინებითა გულისაჲთა დადგრომად უფლისა მიმართ.
  24. რამეთუ იყო კაცი იგი სახიერ და სავსე სულითა წმიდითა და სარწმუნოებითა. და შეეძინა ერი მრავალი უფალსა.
  25. და გამოვიდა ბარნაბა ტარსუნდ მოძიებად სავლესა, და პოა და მოიყვანა ანტიოქიად.
  26. და იყო მათი წელიწად ერთ შეკრებაჲ ეკლესიად და სწავლად ერისა მრავლისა და წოდებად პირველად ანტიოქიას შინა მოწაფეთა მათ ქრისტეანად.
  27. ამათ დღეთა შინა გამოვიდეს იერუსალჱმით წინაწარმეტყუელნი ანტიოქიად.
  28. და აღდგა ერთი მათგანი, რომელსა სახელი ერქუა აღაბოს, რომელი-იგი აუწყებდა სულითა წმიდითა, ვითარმედ: სიყმილი დიდი ყოფად არს ყოველსა ზედა სოფელსა, რომელი-იგი იყო დღეთა მათ კლავდის კეისრისათა.
  29. ხოლო მოწაფეთა მათ, ვითარცა ჴელ-რაჲ ვის-ეწიფებოდა, ბრძანეს თითოეულმან მათმან სამსახურებელად მიძღუანებად ძმათა მათ, რომელნი-იგი მყოფ იყვნეს ჰურიასტანს,
  30. რომელცა-იგი ყვეს და წარუძღუანეს ხუცესთა მათ მიმართ ჴელითა ბარნაბაჲსითა და სავლესითა.

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო