იულიუსის კალენდრით: 27 სექ. 2024 წ. |
✠ ხუთშაბათი |
გრიგოლის კალენდრით: 10 ოქტ. 2024 წ. |
რომაელთა მიმართ ეპისტოლე წმინდისა მოციქულისა პავლესი
თავი 14
- და უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ, ნუ ორგულებით და გულის სიტყჳთა.
- რომელსამე ჰრწამნ ჭამად ყოველი, ხოლო უძლური იგი მხალსა ჭამნ.
- მჭამელი იგი არა-მჭამელსა მას ნუ შეურაცხ-ჰყოფნ; და არა-მჭამელი იგი მჭამელსა მას ნუ განიკითხავნ, რამეთუ ღმერთმან იგი შეიწყნარა.
- შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა? თჳსისა უფლისა დგეს, გინა თუ დაეცეს, დგეს სამე, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი დადგინებად მისდა.
- რომელიმე იმარხავნ დღე-გამოღებით და რომელიმე იმარხავნ ყოველსა დღესა; კაცად-კაცადი თჳსითა გონებითა გულ-სავსე იყავნ.
- რომელი-იგი ზრახვიდეს დღესა მას, უფლისად ზრახავს; და რომელი არა ზრახვიდეს დღესა მას, უფლისადვე არა ზრახავს; და რომელი ჭამს, უფლისად ჭამს, რამეთუ ჰმადლობს ღმერთსა; და რომელი არა ჭამს, უფლისადვე არა ჭამს, და ჰმადლობს ღმერთსა.
- რამეთუ არავინ ჩუენგანი თავით თჳსით ცოცხალ არს, და არავინ თავით თჳსით მოკუდების;
- რამეთუ გინა თუ ცხოველ ვართ, უფლისად ცხოველ ვართ, და გინა თუ მოვსწყდებით, უფლისა მიერვე მოვსწყდებით; გინა თუ ცოცხალ ვიყვნეთ, გინა თუ მოვსწყდეთ, უფლისანი ვართ.
- რამეთუ ამისთჳსცა ქრისტე მოკუდა და აღდგა და ცხონდა, რაჲთა მკუდართაცა და ცხოველთაცა ზედა უფლებდეს.
- ხოლო შენ რაჲსა განიკითხავ ძმასა შენსა? ანუ თუ შენ რაჲსა შეურაცხ-ჰყოფ ძმასა შენსა? რამეთუ ყოველნივე წარდგომად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა.
- რამეთუ წერილ არს: ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი, რამეთუ ჩემდა მოდრკეს ყოველი მუჴლი, და ყოველმან ენამან აღუაროს ღმერთსა.
- აწ უკუეთუ კაცად-კაცადმან ჩუენმან თავისა თჳსისათჳს სიტყუაჲ მისცეს ღმერთსა.
- ნუღარამცა ურთიერთას განვიკითხავთ, არამედ უფროჲსღა ესე განიკითხეთ, რაჲთა არა დაუდგათ შესაბრკოლებელი გინა საცთური ძმასა.
- ვიცი და მრწამს უფლისა იესუს მიერ, რამეთუ არარაჲ შეგინებულ არს თავით თჳსით; გარნა თუ რომელი-იგი შე-ვინმე-ჰრაცხოს შეგინებულად, იგი არს შეგინებულ.
- უკუეთუ საჭმლისათჳს ძმაჲ იგი შენი წუხდეს, არღარა სიყუარულით ხუალ. ნუ საჭმლითა შენითა მას წარსწყმედ, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა.
- ნუმცა უკუე იგმობვის კეთილი იგი თქუენი.
- რამეთუ არა არს სასუფეველი ღმრთისაჲ საჭმელ და სასუმელ, არამედ სიმართლე და მშჳდობა და სიხარულ სულითა წმიდითა.
- რამეთუ რომელი ამათ შინა ჰმონებდეს ქრისტესა, სათნო არს იგი ღმრთმისა და რჩეულ კაცთა.
- აწ უკუე მშჳდობასა შეუდგეთ და აღშენებასა ურთიერთას.
- ნუ ჭამადისათჳს დაჰჴსნი საქმესა ღმრთისასა. ყოველივე წმიდა არს, არამედ ბოროტ არს კაცისა, რომელი შებრკოლებისათჳს ჭამდეს.
- უმჯობეს არს არა-ჭამაჲ ჴორცისაჲ და არცა სუმაჲ ღჳნისაჲ, არცა რომლითა ძმაჲ იგი შენი შეჰბრკოლდების გინა დაჰბრკოლდების ანუ მოუძლურდების.
- შენ სარწმუნოებაჲ გაქუს? თავისა შენისათჳს გაქუნდინ წინაშე ღმრთისა. ნეტარ არს მისა, რომელმან არა განიკითხოს თავი თჳსი, რომელსა შინა გამოიცადოს.
- ხოლო რომელი-იგი ორგულებდეს, დაღაცათუ ჭამოს, და-ვე-სჯილ არს, რამეთუ არა სარწმუნოებით ჭამს; და ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს.
ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად