იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!


კორინთელთა მიმართ ეპისტოლე წმინდისა მოციქულისა პავლესი
მეორე

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

თავი 12

პავლეს ეპისტოლენი
  1. უკუეთუ სიქადული ჯერ-არს, შე-არა-ჰგავს ჩემდა, ხოლო მოვიდე ხილვასა და გამოცხადებასა უფლისასა.
  2. ვიცი კაცი ქრისტეს მიერ უწინარეს ათოთხმეტისა წლისა, გინა თუ ჴორცითა, არა ვიცი, გინა თუ თჳნიერ ჴორცთასა, არა ვიცი, ღმერთმან იცის, აღიტაცა ესევითარი კაცი ვიდრე მესამედ ცადმდე.
  3. და ვიცი ესევითარი კაცი, გინა თუ ჴორცითა გინა თუ გარეშე ჴორცთასა, არა ვიცი, ღმერთმან იცის,
  4. რამეთუ მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქუმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად.
  5. ესევითარისათჳს ვიქადი; ხოლო თავისა ჩემისათჳს არა ვიქადი, გარნა უძლურებათა შინა ჩემთა.
  6. ხოლო უკუეთუ მინდეს სიქადულის, არა ვიყო უგუნურ, რამეთუ ჭეშმარიტი ვთქუა; ხოლო ვერიდები, ნუ ვინმე ჩემდა შეჰრაცხოს, რომლისათჳს-ესე მხედავს მე გინა თუ ესმის რაჲმე ჩემგან.
  7. და გარდარეულებითა ამით გამოცხადებათაჲთა რაჲთა არა აღვიმაღლო, მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ, ანგელოზ სატან, რაჲთა დამქენჯნიდეს მე, რაჲთა არა აღვიმაღლო.
  8. და ამისთჳს სამ-გზის ვევედრე უფალსა, რაჲთა განმაშოროს ჩემგან.
  9. და მრქუა: კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების, უმჯობესღა უკუე და უფროჲს ვიქადი უძლურებათა შინა ჩემთა, რაჲთა დაიმკჳდროს ჩემთანა ძალმან ქრისტესმან.
  10. ამისთჳს სათნო-მიჩნს უძლურებათა შინა, გინებათა, ჭირთა, დევნულებათა და იწროებათა ქრისტესთჳს, რამეთუ რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები.
  11. ვიქმენ უგუნურ სიქადულისათჳს. რამეთუ თქუენ მაიძულეთ მე. რამეთუ ჯერ-იყო ჩემდა, რაჲთამცა თქუენ მეწამენით მე, რამეთუ არარაჲთ დავაკლდი ფრიად მოციქულთა მათ, დაღათუ არარაჲ ვარ.
  12. არამედ სასწაული იგი მოციქულისაჲვე იქმნა თქუენ შორის ყოვლითა მოთმინებითა, სასწაულებითა და ნიშებითა და ძალითა.
  13. რამეთუ რაჲ არს, რომლითა-იგი იძლიენით უფროჲს სხუათა მათ ეკლესიათა, გარნა თუ, რამეთუ მე თჳთ არარაჲ დაგიმძიმე თქუენ? მომმადლეთ მე შეცოდებაჲ ესე.
  14. აჰა ესერა მესამედ განმზადებულ ვარ მისლვად თქუენდა და არავე დაგიმძიმო თქუენ, რამეთუ არა ვეძიებ თქუენსა, არამედ თქუენ. რამეთუ არა შვილნი მამა-დედათა უუნჯებედ, არამედ მამა-დედანი შვილთა.
  15. ხოლო მე ჯეროვნად განვილიო და განვკფდე სულთა თქუენთათჳს; რაოდენ უფროჲს მიყუართ თქუენ, უმცირეს გიყუარ მე.
  16. იყავნ უკუე, რამეთუ მე თჳთ არაჲ დაგიმძიმე თქუენ; არამედ ვიყავ მეცნიერ და ზაკუვით მოგიყვანენ თქუენ.
  17. ნუუკუე რომელი-იგი მივავლინე თქუენდა, მის მიერ მო-მე რაჲ-გაანგაჰრე თქუენ?
  18. ვჰლოცევდ ტიტეს და თანამივაყვანე ძმაჲ: ნუ მო-მე რაჲ-გხუეჭა ტიტე? ანუ არა მითვე სულითა ვიდოდეთა? ანუ არა მათვე კუალთა შეუდეგითა?
  19. კუალად გგონიეს, ვითარმედ თქუენ სიტყუას-გიგებთ. წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ ვიტყჳთ, ხოლო ყოველივე, საყუარელნო, თქუენისა აღშენებისათჳს არს.
  20. რამეთუ მეშინის, ნუუკუე მოვიდე და არა ვითარ-იგი მნებავს, გპოვნე თქუენ, და მე გეპოო თქუენ, ვითარ-იგი თქუენ არა გნებავს, ნუუკუე იყვნენ თქუენ შორის ჴდომაჲ და შური, გულის წყრომანი, ძჳრის ზრახვანი, წვალებანი, ცუნდრუკებანი, განლაღებანი, შფოთებანი.
  21. ნუ კუალად, მო-რაჲ-ვიდე, დამამდაბლოს მე ღმერთმან ჩემმან თქუენდა მიმართ, და ვეგლოვდე მრავალთა წინაწარ შეცოდებულთა მათ და არა შენანებულთა არა-წმიდებასა მათსა ზედა, სიძვასა და სიბილწესა, რომელ ქმნეს.

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო