იულიუსის კალენდრით: 1 ოქტ. 2024 წ. |
✠ ორშაბათი |
გრიგოლის კალენდრით: 14 ოქტ. 2024 წ. |
გილოცავთ სვეტიცხოვლობას; საფარველს ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა და ხსენებას: მოციქულთასწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი. წმინდისა სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა. წმინდისა მელქისედეკ I-ისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა!
კორინთელთა მიმართ ეპისტოლე წმინდისა მოციქულისა პავლესი
პირველი
თავი 1
- პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და სოსთენე ძმაჲ,
- ეკლესიასა ღმრთისასა, რომელი არს კორინთეს შინა, განწმედილთა ქრისტე იესუჲს მიერ, ჩინებულთა წმიდათა, ყოველთა თანა, რომელნი ხადიან სახელსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, ყოველსა ადგილსა მათსა და ჩუენსა:
- მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.
- ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა მარადის თქუენთჳს მადლსა მას ზედა ღმრთისასა, მოცემულსა თქუენდა ქრისტე იესუჲს მიერ.
- რამეთუ ყოვლითა განჰმდიდრდით მას შინა, ყოვლითა სიტყჳთა და ყოვლითა მეცნიერებითა,
- ვითარცა წამებაჲ იგი ქრისტესი განმტკიცნა თქუენ შორის,
- რაჲთა თქუენ არარაჲთ ნაკლულევან იყვნეთ არცა ერთითა მადლითა და მოელოდით გამოჩინებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.
- რომელმანცა დაგამტკიცნეს თქუენ ვიდრე აღსასრულადმდე უბრალონი დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.
- სარწმუნო არს ღმერთი, რომლისა მიერ იჩინენით ზიარებასა მას ძისა მისისასა იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისასა.
- ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რაჲთა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალება, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა.
- რამეთუ მეუწყა მე თქუენთჳს, ძმანო ჩემნო, ქლოველთა მათგან, ვითარმედ ჴდომა რაჲმე არიან თქუენ შორის.
- ხოლო ვიტყჳ ამას, რამეთუ კაცად-კაცადი თქუენი იტყჳს, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, ხოლო მე - აპოლოჲსი, ხოლო მე - კეფაჲსი, ხოლო მე - ქრისტესი.
- გან-მე-ყოფილ არსა ქრისტე? ანუ პავლე ჯუარს-ეცუაა თქუენთჳს? ანუ სახელისა მიმართ პავლესისა ნათელ-იღეთა?
- ჰვმადლობ ღმერთსა, რამეთუ არავის თქუენგანსა ნათელ ვეც, გარნა კრისპოსს და გაიოსს,
- რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: სახელითა ჩემითა ნათელ-ვეც.
- ხოლო ნათელ-ვეც სტეფანაჲსცა სახელსა, მერმე არა ვიცი, უკუეთუ ვისმე ნათელ-ვეც სხუასა.
- რამეთუ არა მომავლინა მე ქრისტემან ნათლის-ცემად, არამედ სახარებად, არა სიბრძნისა სიტყჳთა, რაჲთა არა ცალიერ იყოს ჯუარი იგი ქრისტესი.
- რამეთუ სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს.
- რამეთუ წერილ არს: წარვწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთაჲ და მეცნიერებაჲ იგი მეცნიერთაჲ შეურაცხ-ვყო.
- სადა არს ბრძენი? სადა არს მწიგნობარი? სადა არს გამომეძიებელი იგი ამის სოფლისაჲ? ანუ არა განაცოფა ღმერთმან სიბრძნე იგი ამის სოფლისაჲ?
- რამეთუ ვინაჲთგან სიბრძნითა მით ღმრთისაჲთა ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თჳსითა ღმერთი, ჯერ-იჩინა ღმერთმან ქადაგებითა მით სისულელისაჲთა ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ მათ.
- ვინაჲთგან ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ, და წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ.
- ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარ-ცუმულსა: ჰურიათა სამე საცთურ, და წარმართთა სისულელე.
- ხოლო მათვე ჩინებულთა ჰურიათა და წარმართთა ქრისტე ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე.
- რამეთუ სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძნეს კაცთა არს, და უძლური იგი ღმრთისაჲ უძლიერეს კაცთა არს.
- რამეთუ იხილეთ-ღა ჩინებულებაჲ ეგე თქუენი, ძმანო: არა მრავალნი ბრძენ არიანა ჴორციელად, არა მრავალნი ძლიერ არიანა, არა მრავალნი აზნაურ არიანა?
- არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ძლიერთა.
- და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩინა ღმერთმან და არა-არსნი იგი, რაჲთა არსნი იგი განაქარვნეს;
- რაჲთა არა იქადოს ყოველმან ჴორციელმან წინაშე ღმრთისა.
- მისგან თქუენ ხართ ქრისტე იესუს მიერ, რომელი-იგი იქმნა ჩუენდა სიბრძნე ღმრთისა მიერ, სიმართლე, სიწმიდე და გამოჴსნა,
- რაჲთა, ვითარცა-იგი წერილ არს: რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდის.
ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად