იულიუსის კალენდრით:
5 აპრ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
18 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


კითხვა-პასუხი

115
  1. ირინა ( რუსთავიდან ) 2011-03-04 : სამწუხაროდ ტქვენს ვებ-გვერდზე ვერ ვიპოვე წმინდა ირინეს ხატი, ამის გამო ძალიან გული დამწყდა. იმედია ახლო მომავალში გექნებათ. მანდ იმ ხატების მცირე ჩამონათვალია რაც საერთოდ არსებობს.
    პასუხი ირინას: ამ საიტზე ხატები საერთოდ არ არის განთავსებული. ალბათ სხვა საიტზე ნახეთ.
  2. თამარი ( ტიფლისიდან ) 2011-03-01 : მოგესალმებით...იქნებ მითხრად კითხვა-პასუხში კითხვა როგორ დავტოვო?
    პასუხი თამარის: კითხვა-პასუხში თავად გადაგვაქვს კითხვები, ზოგი ელ-ფოსტაზე გამოგზავნილი, ზოგიც აქედან, რომლებიც ჩვენის აზრით სხვებსაც გამოადგებათ
  3. ნესტანი ( თბილისიდან ) 2011-02-01 : ჩემს საიტზე დავაყენე თქვენი კალენდარი! და ძალიან მჭირდება რომ ტექსტის ასოები იყოს თეთრ ფერში. იქნებ მიმითითოთ როგორ შევუცვალო ასოებს ფერი? გმადლობთ!
    პასუხი ნესტანის: ტექსტი გამოჩნდება იმ ფერში, რა ფერიც გაქვთ მითითებული თქვენი საიტისთვის.
    რაც შეეხება ბმულის (ლინქის) ფერებს, მხოლოდ იმ ფერების შეცვლა შეგიძლიათ, რომელიც მითითებულია ამ გვერდზე აქ

  4. ნატო ( ქუთაისიდან ) 2011-01-13 : სად შეიძლება ვნახო პატრიარქის 2010 წლის 3 იანვრის ქადაგება,რომლის გადმოწერასაც შევძლებ.ერთსულოვნებ ის საიტიდან გადმოწერა არ ხერხდება
    პასუხი ნატოს: ვერ გეტყვით. იქნებ "ერთსულოვნების" ადმინისტრაციას მიწეროთ
  5. ელენე ( tbilisiდან ) 2010-12-05 : კითხვებს ვინ პასუხობს? :)
    პასუხი ელენეს: გადადით ამ გვერდზე! იქ გარკვევით წერია თუ ვინ პასუხობს.
    კერძოდ იხილე: უცნობი ( გორიდან ) 2008-03-31 და გიორგი ( თბილისიდან ) 2008-03-15

  6. ჯილდა ( ქუთაისიდან ) 2010-11-05 : გამარჯობა! საკურთხი 6 ნოემბერს უნდა გავაკეთო თუ 8 ში
    პასუხი ჯილდას: თუ მიცვალებულისთვის გულისხმობთ, მიცვალებულთა ხსენება 6 შია.
    8 რა შუაშია ვერ გავიგე.
    რაც შეეხება მიცვალებულის სულის საოხად საკურთხის კეთებას, პანაშვიდის გადახდას თუ წირვის დაყენებას, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ბრწყინვალე შვიდეულის გარდა.
    მიცვალებულთა დღეები არის მათი მოხსენიებისთვის განსაკუთრებული დღე.

  7. გივი ( თბილისიდან ) 2010-06-07 : ძველი ბიზანტიური გალობების შეძენა ან მოსმენა სად სჰეიზლება?
    პასუხი გივის: საძიებო სისტემებით მოძებნეთ. ჩვენც ვაპირებთ განთავსებას.
  8. გიორგი ( ოზურგეთიდან ) 2010-05-28 : დღეს 28 მაისია და კალენდარი აჩვენებს რომ დღეს 13 მაისია!!!
    პასუხი გიორგის: კომპიუტერში გაქ თარიღი არეული და მაგიტომ. ნახე კარგად კომპიუტერი რა თარიღს აჩვენებს და გაასწორე. რასაც შენი კომპიუტერი აჩვენებს ის აისახება საიტზეც.
  9. გურამი ( ზესტაფონიდან ) 2010-05-27 : გთხოვთ, მიპასუხოთ ან მიმითითოთ სად მოვძებნო, თუ როგორ უნდა გაკეთდეს მიცვალებულისათვის საკურთხი დაკრძალვის შემდეგ მარხვით და ხსნილით, რა არის აუცილებელი საკურთხსათვის? ვგულისხმობ კოკორს, წანდილს და ა.შ.
    პასუხი გურამის: სასულიერო პირს გაესაუბრეთ.
  10. გიორგი ( ოზურგეტიდან ) 2010-05-27 : კალენდარში არაეულია თარიღი!
    პასუხი გიორგის: გთხოვთ, მიუთითეთ რომელი
[1-10] [11-20] [21-30] [31-40] [41-50] [51-60] [61-70] [71-80] [81-90] [91-100] [101-110] [111-114] 





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო