იულიუსის კალენდრით: 26 სექ. 2024 წ. |
✠ ოთხშაბათი |
გრიგოლის კალენდრით: 09 ოქტ. 2024 წ. |
გილოცავთ მიცვალებას წმინდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა!
ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის ჩამოსვენებას საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989 წ.)
ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის ჩამოსვენებას საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989 წ.)
კითხვა-პასუხი
117- ეთერი ( თბილისიდან ) 2006-11-18 : მაინტერესებს ცოდვათ ითვლება თუ არა კათოლიკურ ეკლესიაში რო იარო და ამავდროულად მართმადიდებლურშიც.გ ფარავდეთ ღმერთი.
პასუხი ეთერის: თქვენ ალბათ ტაძარში სიარულს გულისხმობთ. კათოლიკურ ეკლესიაში სიარული ღმერთმა დაგიფაროთ. რა თქმა უნდა ცოდვაა თუ გულისხმობთ ეკლესიას, ვინაიდან ეკლესია შენობა არ არის. კათოლიკური, ანუ პაპისტური ეკლესია არის მწვალებლური ეკლესია და მასთან ყოველი მისტიური ურთიერთობა დიდი ცოდვაა. ტაძართან დაკავშირებით იბადება კითხვა: რისთვის უნდა იაროს მართლმადიდებელმა ადამიანმა მწვალებლურ ტაძარში? თუ თქვენ ღმრთისმეტყველებას ან ლიტურგიკას სწავლობთ და აქედან გამომდინარე გსურთ შეისწავლოთ პაპისტთა მსახურება, ვფიქრობ შეიძლება, თუმცაღა აუცილებელია ლოცვა-კურთხევა.
ჩემი მხრიდან არანაირი სურვილი და ინტერესი არ მაქვს სხვა კონფესიათა ტაძრებში სიარულისა და არც სხვას არ ვურჩევ. - ლევანი ( თბილისიდან ) 2006-11-15 : რას ნიშნავს "პრიჩეტნიკი"?
პასუხი ლევანის: პასუხი მოგვწერა datoმ ( dubna,rusetiდან )
Причетник -, т. е. член причта церкви, иначе церковнослужитель; общее название всех клириков, за исключением священника и диакона: дьячков, чтецов, псаломщиков, пономарей и т. п. Их обязанность - чтение из богослужебных книг, пение на клиросе и вообще участие во всех церковных богослужениях. До 1869 г. на них лежала также обязанность наблюдать за чистотой церкви. Штатный причетник особыми молитвами посвящается архиереем в стихарь. - გვანცა ( რუსთავიდან ) 2006-11-12 : გამარჯობათ...მე მაინტერესებს როდისაა კოსტანტი კახაძის ხსენების დღე...და თუ მოგეპოვებათ მასზე ინფორმაციაც...წინასწარ გმადლობთ...ღმერთი გფარავდეთ...
პასუხი გვანცას: ხსენება ძველი სტილით 10 ახლით 23 ნოემბერი. - irakli 2006-12-17 : mshvidoba. ratom ckdeba metaniebi sxvadasxva dros (naziarebi, shabat-kviras)
პასუხი irakliს: ბოდიშს გიხდით, მაგრამ ამ შეკითხვაზე პასუხი მოკლედ მხოლოდ ასე შემიძლია:
მუხლმოდრეკა დღესაწაულებზე მიღებული არ არის იმიტომ, რომ დღესასწაულის დროს სული უნდა ხარობდეს, ზეიმობდეს, მუხლმოდრეკა კი სინანულის გამომხატველია. ანუ დრესაწაული იმით არის დღესასწაული, რომ ვიზეიმოთ სულიერად, სინანულისთვის სხვა დღეები არსებობს. იგივეა ზიარების შემდგომაც. ზიარებით ხომ ჩვენში ღმრთაებრივი ბუნება შემოდის? ამიტომ ნაზიარებზე სული უნდა ზეიმობდეს და არა სინანულს გამოხატავდეს.
უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ დიდი სჯულის კანონი მუხლთადრეკის შესახებ. - irakli 2006-12-18 : mshvidoba. locvashi rogor mivmarto cmindanebs, shecxaleba vtxovo tu uflis cinashe shuamdgomloba? madloba.
პასუხი irakliს: ალბათ შუამდგომლობა. უმჯობესია მსგავსი შეკითხვებით მმართოთ სასულიერო პირს. - გენადი ( ბოლნისიდან ) 2006-11-10 : გამარჯობათ,ღმერთი გფარავდეთ.თუ შეიძლება კითხვები რომ დაგისვათ,მართლმადიდებლობაზე.მადლობთ ყურადღებისათვის.
პასუხი გენადის: შევეცდები გიპასუხოდ. რა თქმა უნდა სადამდეც ცოდნა მომცემს ამის საშუალებას. ანუ გააჩნია რა კითხვებს დასვამთ.
შეკითხვები ფოსტითაც შეგიძლიათ გამოაგზავნოთ, მაგრამ კარგი იდეაა სტუმართა წიგნისთვის, ვინაიდან სხვებისთვისაც შესაძლოა საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდეს.
სასულიერო პირისთვის განკუთვნილ შეკითხვებს ნუ გამოაგზავნით.
ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად