იულიუსის კალენდრით: 27 სექ. 2024 წ. |
✠ ხუთშაბათი |
გრიგოლის კალენდრით: 10 ოქტ. 2024 წ. |
კითხვა-პასუხი
117- მარიამი ( თბილისიდან ) 2024-აგვ.-15: სალამი,ჩემი დაქალის ბავშს ვნათლავ და მოკლედ ბავშვი მამის ძმა არის ჩემი შეყბარებული 🥹 შემიძლია თუარა მონათვლა ბავშვის ? რადგან შემდეგ დაოჯახებას ვაპირებთ
პასუხი მარიამს: შეგიძლიათ.
მაინც გირჩევთ დაეკითხოთ მღვდელს, ვინც ნათლობას შეასრულებს.- ნარგიზა ( ქუთაისიდან ) 2024-მარტ.-19: მქვია ორი სახელი. ნათლობის რომელია არ ვიცი. რომელი სახელი უნდა მოვიხსენიო ლოცვების დროს რაც პირადობაში მიწერია თუ მეორე. პატივისცემითა
პასუხი ნარგიზას: რომელ ტაძარშიც დადიხართ, იმ ტაძრის მოძღვართან გაარკვიეთ და შეათანხმეთ.
არსებობს სახელის დარქმევის სპეციალური ლოცვა, რომელიც შესაძლოა წაგიკითხოთ მოძღვარმა, რაც ნათლობის სახელის ტოლფასი იქნება.- მაია ( თბილისიდან ) 2021-12-21: გამარჯობა. მაინტერესებს, 25 .12.21დან-07.01.22 მდე პატრიარქის კურთხევით თევზის მიღება, ოთხშაბათი, პარასკევის ჩათვლით დაშვებულია, თუ არასწორი ინფორმაცია მაქვს?
მადლობა.
პასუხი მაიას: თევზით ხსნილი არის მხოლოდ 1 და 2 იანვარი (გრიგოლის კალენდრით. ე. წ. ახალი სტილით).
კოვიდ ინფიცირებულებისთვის და გადატანილებისთვის, გახსნილებულია რძის ნაწარმითაც.
გფარავდეთ უფალი!- ლიკა ( თბილისიდან ) 2021-10-09: გამარჯობათ.სად შემიძლია მოვიძიო წმინდა ლიას ცხოვრება მოყვაწეობის შესახებ რაიმე ინფორმაცია?
პასუხი ლიკას: ძველი აღთქმიდან ვიცით, ლია იყო რაქელის ხორციელ და. ორივენი იყვნენ იქკობის ცოლები. ლიამ იაკობს უშვა იოსები და ბენიამინი. უმჯობესია გუგლის ძებნაში ჩაწეროთ ლია და რაქელ- ტებრონე ( ბათუმიდან ) 2021-03-20: გამარჯობათ მერო მოვინათლე სახელი არ შემიცვალეს და მაინტერესებს თებროლე წმინდა სახელია?...უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ..
პასუხი ტებრონეს: ღირსი თებრონია, კლარჯელი მეუდაბნოე. ხსენება 5 (18) ოქტომბერი.
ღირსმოწამე ფებრონია (თებრონია) ქალწული (დხ. 304 წ.). 25 ივნისი (8 ივლისი).- demo ( wyaltuboდან ) 2014-12-02: სახელის გადარქმევა შეიძლება?
პასუხი demoს: შეიძლება.- დალი ( თბილისიდან ) 2014-04-04: ჩემი სახელია დალი,მაინტერესებს ჩემი მფარველი ანგელზი.
პასუხი დალის: თქვენ ალბათ გაინტერესებთ თქვენი მოსახელე წმინდანი.
წმინდანი სახელით დალი არ არსებობს, თუმცაღა ეს არანაირად არ არის აუცილებლობა.
აირჩიეთ ნებისმიერი წმინდანი, რომლისადმიც უფრო გიადვილდებათ ლოცვა და ვერდრება თუნდაც წმინდანი მამაკაცი იყოს.
უფრო მეტის გასაგებად რომელიმე სასულიერო პირს მიმართეთ.- lana ( samtrediaდან ) 2013-12-18: მაინტერესებს არის თუ არა წმინდანის სახელი ლანა და მოიძებნება თუ არა ცნობები ამ წმინდანის შესახებ?
პასუხი lanaს: ლანა სლავური სვეტლანა, რუსლანა და სხვა მსგავსი სახელების მოფერებითი ფორმაა, მიღებული შემოკლების გზით.
წმინდა სვეტლანა, იგივე ფოტინე პალესტინელი. მოიხსენიება 26 თებერვალს.
ხატები იხილეთ: bingზე
და აქ: yandexზე- meri ( qutaisiდან ) 2013-10-06: მაინტერესებს მერი არის თუ არა მართმადიდებლური სახელი
პასუხი meriს: თქვენ ალბათ იგულისხმეთ წმინდანის სახელი არის თუ არა. თუ არ ვცდები მერი მარიამისგან უნდა მომდინარეობდეს, შესაძლოა იყოს ევროპული გავლენა. ინგლისურად მარიამი წარმოითქმის როგორც მერი translate.google.comზე ამ ბმულზე გადადით ინგლისურის ქვევით არის ხმის ღილაკი. დააჭირეთ და გაგიხმოვანებთ- ინა ( ბუფფალოდან ) 2013-07-11 : გამარჯობათ, ძალიან მომწონს ეს საიტი. მე მინდა რომ ეკლესიაში ვიარო მაგრამ ვცხოვრობ ბაფალოსში და აქ არ არის ქართული ეკლესიები. შეიზლება რომ წავიდე რუსულ ან ბერძნულ ქრისტიანულ ეკსელიაში?
პასუხი ინას: რა თქმა უნდა შეიძლება. ნებისმიერ მართლმადიდებელ ეკლესიაში შეიძლება სიარული. კარგია თუ გვესმის მსახურების ენაც. - ნარგიზა ( ქუთაისიდან ) 2024-მარტ.-19: მქვია ორი სახელი. ნათლობის რომელია არ ვიცი. რომელი სახელი უნდა მოვიხსენიო ლოცვების დროს რაც პირადობაში მიწერია თუ მეორე. პატივისცემითა
ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად