იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ჱ 8


ფსალმუნი ნთ 59
დასასრულსა, ცვალებადთათჳს მერმეცა; ძეგლისწერაჲ დავითისი სამოძღურებელად, რაჟამს-იგი მოწუა შუადინარე ასურეთისაჲ და ასურეთი საბაკოჲ და მოაქცია იოაბ, და დასცა ედომი ჴევსა მას მარილთასა ათორმეტი ათასი
ფსალმუნი
  1. ღმერთო, განმთხიენ ჩუენ და დამამჴუენ ჩუენ, შემრისხენ და შემიწყალენ ჩუენ.
  2. შეარყიე ქუეყანაჲ და შეაძრწუნე იგი; განკურნე შემუსრვილებაჲ მისი, რამეთუ შეიძრა.
  3. უჩუენე ერსა შენსა სიფიცხლე, მასუ ჩუენ ღჳნოჲ ლმობიერებისაჲ.
  4. მოეც მოშიშთა შენთა სასწაული განრომად პირისაგან მშჳლდისა,
  5. რაჲთა იჴსნნენ საყუარელნი შენნი; მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი.
  6. ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით: განვიხარო და განვყო სიკიმაჲ და ღელე იგი საყოფელთაჲ განვზომო.
  7. ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე, და ეფრემ, დამამტკიცებელი თავისა ჩემისაჲ, იუდა, მეუფჱ ჩემი,
  8. მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისაჲ; იდუმიამდე წარვიმართო სლვაჲ ჩემი, მე უცხოთესლნი დამემორჩილნეს.
  9. ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა მას შეცვულსა? ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიამდე,
  10. არათუ შენ, ღმერთმან, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა?
  11. მომეც ჩუენ შეწევნაჲ ჭირსა; რამეთუ ცუდ არს ცხორებაჲ კაცისაჲ.
  12. ღმრთისა მიერ ვყოთ ძალი და მან შეურაცხ-ყვნეს მაჭირვებელნი ჩუენნი.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო