იულიუსის კალენდრით:
6 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
19 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ფსალმუნნი

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ჱ 8


ფსალმუნი ნე 55
დასასრულსა, ერისათჳს განშორებულისა წმიდათაგან, დავითის ძეგლისწერაჲ რაჟამს-იგი შეიპყრეს უცხოთესლთა გეთს შინა
ფსალმუნი
  1. მიწყალე მე, ღმერთო, რამეთუ დამთრგუნა მე კაცმან, მარადღე ბრძოლითა მაჭირვა მე.
  2. დამთრგუნეს მე მტერთა ჩემთა მარადღე, რამეათუ მრავალ არიან, რომელნი მბრძვანან მე მაღლით.
  3. დღისი არა მეშინოდის მე, რამეთუ მე შენ გესავ.
  4. ღმრთისა მიერ ვაქნე სიტყუანი ჩემნი; ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე ჴორციელმან?
  5. მარადღე სიტყუანი ჩემნი მოიძაგნეს, ჩემთჳს იყვნეს ყოველნი ზრახვანი მათნი ბოროტებით.
  6. მწირ იქმნენ და დაეფარნენ, რამეთუ იგინი ბრჭყალსა ჩემსა უმზირდეს, ვითარცა უმზირდეს სულსა ჩემსა.
  7. ამისთჳს არარაჲთა დასცნე იგინი და რისხვით ერნი მოსრნე.
  8. ღმერთო, ცხორებაჲ ჩემი შენ გითხარ, დასხენ ცრემლნი ჩემნი შენ წინაშე, ვითარცა აღმითქუ მე.
  9. მიიქცენ მტერნი ჩემნი მართლუკუნ, რომელსა დღესა გხადოდი შენ; აჰა ესერა მიცნობიეს მე, რამეთუ ღმერთი ჩემი ხარი შენ.
  10. ღმრთისა მიმართ ვაქნე სიტყუანი ჩემნი და უფლისა მიმართ ვაქნე თქუმულნი ჩემნი.
  11. ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან?
  12. შეიწირე აღნათქუემი ჩემი, ღმერთო, რომელ მიგცე შენ ქებისაჲ.
  13. რამეთუ იჴსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი - ცრემლთაგან და ფერჴნი ჩემნი - ბრკოლისაგან; სათნო-ვეყო მე წინაშე უფლისა ნათელსა შინა ცხოველთასა.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო