იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ზ 7


ფსალმუნი ნდ 54
დასასრულსა, გალობათა შინა, გულისჴმისყოფისათჳს დავითისა
ფსალმუნი
  1. ყურად-იღე, ღმერთო, ლოცვისა ჩემისაჲ და ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ჩემსა.
  2. მომხედენ მე და შეგესემინ ჩემი, რამეთუ შევწუხენ ზრუნვასა ჩემსა და შევძრწუნდი
  3. ჴმითა მტერისაჲთა და ჭირითა ცოდვილისაჲთა; რამეთუ მოაქციეს ჩემ ზედა უშჯულოებითა და რისხვით მითქუმიდეს მე.
  4. გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა და შიში სიკუდილისაჲ დამეცა ჩემ ზედა.
  5. შიში და ძრწოლაჲ მომიჴდა მე და დამფარა მე ბნელმან.
  6. და ვთქუ: ვინმცა მცნა მე ფრთენი ვითარცა ტრედისანი, და ავფრინდე მე და განვისუენო.
  7. ესერა განვეშორე სივლტოლითა და განვისუენე უდაბნოსა შინა.
  8. მოველოდე ღმერთსა, მაცხოვარსა ჩემსა სულმოკლებისაგან და გრიგალისა.
  9. დაანთქენ, უფალო, და მიმოდაყვენ ენანი მათნი, რამეთუ ვიხილე მე უშჯულოებაჲ და ჴდომაჲ ქალაქსა შინა.
  10. დღე და ღამე გარემოადგეს მას და ზღუდეთა მისთა, და უშჯულოებაჲ და სიცრუვე და შრომაჲ შორის მათსა.
  11. და არა მოაკლდა უბნებსა მისსა აღნადგინები და ზაკვაჲ.
  12. რამეთუ მტერმან თუმცა მაყუედრა, მო-მცა-ვითმინე მისი და მოძულე თუმცა ჩემი ჩემ ზედა მდიდრად იტყოდა, და-მცა-ვემალე მისგან.
  13. ხოლო შენ, კაცო, მოყუასო ჩემო, წინამძღუარო ჩემო და მეცნიერო ჩემო,
  14. რომელმან ერთბამად შენდა და ჩემდა დაატკბენ ჭამადნი, რამეთუ ვიდოდეთ ჩუენ ერთგულებით სახლსა ღმრთისასა.
  15. მოვედინ სიკუდილი მათ ზედა და ცოცხლივ შთაჴდენ იგინი ჯოჯოხეთად; რამეთუ უკეთურებაჲ იყო სამკჳდრებელსა შინა მათსა და შორის მათსა.
  16. მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვყავ და უფალმან ისმინა ჩემი;
  17. მწუხრი, დილეულ და სამხრად მიუთხრობდე და ვიტყოდი და ესმეს ჴმისა ჩემისაჲ.
  18. იჴსნეს სული ჩემი მშჳდობით მახლობელთაგან ჩემთა, რამეთუ მრავლობით იყვნეს იგინი ჩემ თანა.
  19. ესმეს ღმერთსა და დაამდაბლნეს იგინი, რომელ-იგი წინავე იყო საუკუნეთა; რამეთუ არა არს მათდა ნაცვალ, არცა შეეშინა მათ ღმრთისა.
  20. მიყო ჴელი მისი, რაჲთამცა მიაგო მათ, რამეთუ მათ შეაგინეს შჯული მისი.
  21. განიყვნეს იგინი რისხვითა პირისა მისისაჲთა და მიეახლნეს გულნი მათნი. ლბილ იქმნეს სიტყუანი მათნი უფროჲს ზეთისა და იგინი იყვნეს ვითარცა ისრისპირნი.
  22. მიუტევე უფალსა ზრუნვაჲ შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა სცეს შერყევაჲ უკუნისამდე მართალსა.
  23. ხოლო შენ, ღმერთმან, შთაჰჴადნე იგინი მღჳმესა მას განხრწნისასა; კაცთა მოსისხლეთა და მზაკვართა ნუ განაზოგნენ დღენი მათნი? ხოლო მე, უფალო, შენ გესავ.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო