იულიუსის კალენდრით:
6 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
19 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ზ 7


ფსალმუნი ნბ 52
დასასრულსა, მაელეთისთჳს, გულისჴმისყოფისათჳს ფსალმუნი
ფსალმუნი
  1. თქუა უგუნურმან გულსა შინა თჳსსა: არა არს ღმერთი. განირყუნნეს და შეიგინნეს უშჯულოებითა; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა კეთილი.
  2. ღმერთმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, არს თუ ვინმე გულისჴმისმყოფელ ანუ გამომეძიებელ ღმრთისა.
  3. ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა კეთილი, არავინ არს მიერთადმდე.
  4. არა გულისჴმა-ყონ ყოველთა, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა ვითარცა ჭამადსა პურისასა; ღმერთსა არა ხადეს.
  5. მუნ შეეშინა მათ შიში, სადა-იგი არა იყო შიში; რამეთუ ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთმოთნეთანი. ჰრცხუენოდენ მათ, რამეთუ ღმერთმან შეურაცხ-ყვნა იგინი.
  6. ვინ მოსცეს სიონით ცხორებაჲ ისრაელსა?რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუჱ ერისა თჳსისაჲ, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო