იულიუსის კალენდრით:
11 აპრ. 2024 წ.

ოთხშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
24 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ზ 7


ფსალმუნი მთ 49
ფსალმუნი ასაფისი
ფსალმუნი
  1. ღმერთი ღმერთთაჲ უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა აღმოსავალითგან მზისაჲთ ვიდრე დასავალადმდე.
  2. სიონით გამო არს შუენიერებაჲ ჰაეროვნებისა მისისაჲ.
  3. ღმერთი ცხადად მოვიდეს, ღმერთი ჩუენი და არა დადუმნეს; ცეცხლი მის წინაშე აღატყდეს და გარემოჲს მისსა გრიგალი ფრიად.
  4. მოუწოდოს ზეცასა ზეგარდამო და ქუეყანასა განრჩევად ერისა თჳსისა.
  5. შემოკრიბენით მისა წმიდანი მისნი, აღმასრულებელნი აღთქუმისა მისისანი საკუერთხთა ზედა.
  6. და უთხრობენ ცანი სიმართლესა მისსა, რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს.
  7. ისმინე, ერო ჩემო, და გეტყოდი შენ; ისრაელო, და გიწამო შენ; ღმერთი, ღმერთი შენი ვარი მე.
  8. არათუ მსხუერპლთა შენთათჳს გამხილო შენ, რამეთუ საკუერთხნი შენნი ჩემ წინაშე არიან მარადის.
  9. არა შევიწირავ მე სახლისა შენისაგან ზუარაკთა, არცა არვისა შენისაგან ვაცთა;
  10. რამეთუ ჩემი არს ყოველი მჴეცი ველისაჲ, ნადირი მთათაჲ და ყოველი პირუტყჳ;
  11. ვიცნი მე ყოველნი მფრინველნი ცისანი, და შუენიერებაჲ ველთაჲ ჩემ თანა არს.
  12. შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი, რამეთუ ჩემი არს სოფელი და სავსებაჲ მისი.
  13. ნუ ვჭამოა ჴორცი ზუარაკთაჲ ანუ სისხლი ვაცთაჲ ვსუაა?
  14. შეწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისაჲ და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი შენნი.
  15. და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიჴსნა შენ და შენ მადიდო მე.
  16. ხოლო ცოდვილსა მას ჰრქუა ღმერთმან: რაჲსათჳს-მე მიუთხრობ შენ სამართალთა ჩემთა და აღიღებ აღთქუმასა ჩემსა პირითა შენითა?
  17. შენ ეგერა მოიძულე სწავლულებაჲ და განიშორენ და განსთხიენ სიტყუანი ჩემნი.
  18. იხილი თუ მპარავი, თანაურბიოდეს მას და მეძავსა თანა დასდვი ნაწილი შენი.
  19. პირმან შენმან განამრავლა უკეთურებაჲ და ენაჲ შენი თხზვიდა ზაკვასა.
  20. შჯდი რაჲ, ძმისა შენისათჳს ბოროტსა იტყოდი და ძისათჳს დედისა შენისა დასდვი საცთური.
  21. ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმე; ჰგონე უშჯულოებაჲ, ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო; გამხილო და წარმოვადგინნე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა.
  22. გულისჴმა-ყავთ ესე ყოველთა, რომელთა დაგივიწყებიეს ღმერთი; ნუუკუე წარგიტაცნეს და არავინ იყოს მჴსნელ თქუენდა.
  23. მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაჲ, სადა უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო