იულიუსის კალენდრით:
15 მარ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
28 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ზ 7


ფსალმუნი მზ 47
ფსალმუნი გალობისაჲ ძეთა კორესთაჲ, მეორისა შაბათისაჲ
ფსალმუნი
  1. დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა, მთასა წმიდასა მისსა.
  2. ძირმტკიცედ სიხარულითა ყოვლისა ქუეყანისაჲთა მთანი სიონისანი, გუერდნი ჩრდილოჲსანი, ქალაქი მეუფისა დიდისაჲ.
  3. ღმერთი ტაძართა შინა მისთა განცხადებულ არს, რაჟამს შეეწეოდის მას,
  4. რამეთუ ესერა მეფენი ქუეყანისანი შეკრბეს და მოვიდეს ერთბამად.
  5. მათ იხილეს ესრეთ და დაუკჳრდა, შეშფოთნეს, შეირყინეს;
  6. და ძრწოლამან შეიპყრნა იგინი; შენ სალმობაჲ, ვითარცა შობადისაჲ.
  7. ქარითა სასტიკითა შეჰმუსრნე ნავნი თარშისანი.
  8. ვითარცა გუესმა, ეგრეცა-და ვიხილეთ ქალაქსა უფლისა ძალთაჲსა, ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა; ღმერთმან დააფუძნა იგი უკუნისამდე.
  9. შევიწყნარეთ წყალობაჲ შენი, ღმერთო, შორის ერსა შენსა.
  10. ვითარცა არს სახელი შენი, ღმერთო, ეგრეცა ქებაჲ შენი ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა; სიმართლითა სავსე არს მარჯუენე შენი.
  11. იხარებდინ მთაჲ სიონი და იშუებდედ ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა შენთათჳს, უფალო.
  12. მოადეგით სიონსა და მოიცევით იგი და მიუთხრობდით გოდლებსა შორის მისსა.
  13. დასხენით გულნი თქუენნი ძალსა შინა მისსა და განიყავთ ტაძრები მისი, რაჲთა მიუთხრათ ნათესავსა სხუასა.
  14. რამეთუ ესე არს ღმერთი ჩუენი უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე და ამან დამმწყსნეს ჩუენ უკუნისამდე.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო