იულიუსის კალენდრით:
1 ოქტ. 2024 წ.

ორშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
14 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ სვეტიცხოვლობას; საფარველს ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა და ხსენებას: მოციქულთასწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი. წმინდისა სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა. წმინდისა მელქისედეკ I-ისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ვ 6


ფსალმუნი მე 45
დასასრულსა, ძეთა კორესთათჳს დაფარულთათჳს ფსალმუნი
ფსალმუნი
  1. ღმერთი ჩუენი შესავედრებელ და ძალ, შემწე პირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩუენ ფრიად.
  2. ამისთჳს არა მეშინოდის ჩუენ ძრვასა ქუყანისასა და ცვალებასა მთათასა, გულთა ზღუათასა.
  3. ოხრიდეს და შეძრწუნდეს წყალნი მათნი, შეძრწუნდეს მთანი ძლიერებითა მისითა.
  4. სლვაჲ მდინარეთაჲ ახარებს ქალაქსა ღმრთისასა; წმიდა-ყო საყოფელი თჳსი მაღალმან.
  5. ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას; შეეწიოს მას ღმერთი დილითი-დილად.
  6. შეძრწუნდეს წარმართნი, მიდრკეს მეფენი, მოსცა ჴმაჲ თჳსი მაღალმან და შეიძრა ქუეყანაჲ.
  7. უფალი ძალთაჲ ჩუენ თანა, ჴელისაღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი.
  8. მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, რომელ ქმნა ნიშები ქუეყანასა ზედა.
  9. დააცადნის ბრძოლანი კიდითგან კიდედმდე ქუეყანისა; მშჳლდები შემუსროს და შეფქვას საჭურველი და ფარები დაწუას ცეცხლითა.
  10. მოიცალეთ და გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი; ავმაღლდე წარმართთა შორის და ავმაღლდე ქუეყანასა შინა.
  11. უფალი ძალთაჲ ჩუენ თანა, ჴელისაღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო