იულიუსის კალენდრით:
13 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
26 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ვ 6


ფსალმუნი მ 40
დასასრულსა ფსალმუნი დავითისი
ფსალმუნი
  1. ნეტარ არს, რომელმან გულისჴმა-ყოს გლახაკისა და დავრდომილისაჲ, დღესა ბოროტსა იჴსნეს იგი უფალმან.
  2. უფალმან დაიცვას იგი და აცხოვნოს იგი და სანატრელ ყოს იგი ქუყანასა ზედა, და არა მისცეს იგი ჴელთა მტერთა მისთასა.
  3. უფალი შეეწიოს მას ცხედარსა ზედა სალმობისა მისისასა; ყოველი სარეცელი მისი გარემიაქციე არაძლებასა შინა მისსა.
  4. მე ვთქუ: უფალო, მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვსცოდე შენდა.
  5. მტერთა ჩემთა თქუეს ბოროტი ჩემთჳს: ოდესმე მოკუდეს და წარწყმდეს სახელი მისი.
  6. და შემო-თუ-ვიდის ხილვად, ამაოსა იტყჳნ; გულმან მისმან შეიკრიბა უშჯულოებაჲ თავისა თჳსისაჲ; გარეგანვიდის გარე, და მასვე იტყჳნ.
  7. ჩემთჳს ცუნდრუკებდეს ყოველნი მტერნი ჩემნი, ჩემთჳს ზრახვიდეს ბოროტსა.
  8. სიტყუაჲ უშჯულოებისაჲ დამდვეს ჩემ ზედა; ნუუკუე მძინარემან არღარა ნუ შესძინოსა აღდგომაჲ?
  9. და რამეთუ ამანცა, კაცმან მშჳდობისა ჩემისამან, რომელსა-იგი მე ვესევდი, რომელი ჭამდა პურსა ჩემსა, მან განადიდა ჩემ ზედა წიხნაჲ.
  10. არამედ შენ, უფალო, მიწყალე მე და აღმადგინე მე, და მე მივაგო მათ.
  11. ამით ვცან, რამეთუ მინებე მე, რამეთუ არა უხაროდის მტერსა ჩემსა ჩემ ზედა.
  12. ხოლო მე უბიწოებითა ჩემითა შემიწყნარე და დამამტკიცე მე შენ წინაშე უკუნისამდე.
  13. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ ამიერითგან და უკუნისამდე! იყავნ, იყავნ!





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო