იულიუსის კალენდრით:
11 აპრ. 2024 წ.

ოთხშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
24 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ე 5


ფსალმუნი ლდ 34
დავითის ფსალმუნი
ფსალმუნი
  1. საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა;
  2. აღიღე ჭური და ფარი და აღდეგ მწედ ჩემდა.
  3. განჰფინე მახჳლი შენი და შეკრიბე წინაკერძო მდევართა ჩემთაჲსა; არქუ სულსა ჩემსა: მჴსნელი შენი ვარი მე.
  4. ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნ იქცენ და სირცხჳლეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩელთჳს ძჳრსა.
  5. იქმნენ იგინი ვითარცა მტუერი წინაშე ქარსა და ანგელოზმან უფლისამან აჭირვენ მათ;
  6. იყვნენ გზანი მათნი ბნელ და საცთომელ და ანგელოზმან უფლისამან დევნნეს იგინი.
  7. რამეთუ ცუდად დამირწყეს მე განსახრწნელი საფრჴისა მათისაჲ და ამაოდ აყუედრებდეს სულსა ჩემსა.
  8. ეწიენ მათ საფრჴე, რომელ არა უწყოდიან, და სანადიროჲ, რომელ დაარწყუეს, შეიპყრნედ იგინი და საფრჴესავე მათსა შეითხინედ.
  9. ხოლო სული ჩემი იხარებდეს უფლისა მიმართ და იშუებდეს მაცხოვარებითა მისითა.
  10. ყოველთა ძუალთა ჩემთა თქუან: უფალო, უფალო, ვინ გემსგავსოს შენ? რამეთუ იჴსენ გლახაკი ჴელთაგან უძლიერესთა მისთაჲსა და გლახაკი და დავრდომილი - მიმოდამტაცებელთაგან მისთა.
  11. რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და რაჲ-იგი არა უწყოდე, მკითხვიდეს მე.
  12. მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და უმკჳდროებაჲ სულისა ჩემისაჲ იზრახეს.
  13. ხოლო რაჟამს იგინი მაჭირვებდიან მე, შევიმოსი ძაძაჲ და დავიმდაბლი მარხვითა სული ჩემი, და ლოცვაჲ ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს.
  14. ვითარცა ძმაჲ და მეგობარი ჩვენი, ეგრეთ სათნო-ვიყავ; ვითარცა მგლოვარე და მწუხარე, ეგრე დავმდაბლდი.
  15. და ჩემ ზედა იხარეს და შეკრბეს; შეკრბეს ჩემ ზედა გუემანი და მე არა ვიგრძენ, განიყვნეს და არა შეინანეს.
  16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი.
  17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძჳრისსაქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაჲ ჩემი.
  18. აღგიარო შენ ეკლესიასა შინა დიდსა და კრებულსა შორის მრავალსა. გაქებდე შენ.
  19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა.
  20. რამეთუ ჩემ თანა მშჳდობასა იტყოდეს და რისხკით ზაკუევასა განიზრახვიდეს.
  21. განავრცეს ჩემ ზედა პირი მათი და თქუეს: ვაშა, ვაშა! იხილეს თუალთა ჩუენთა.
  22. იხილე, უფალო, ნუ დასდუმნები, უფალო, ნუ განმეშორები ჩემგან.
  23. განიღჳძე, უფალო, და მოჰხედენ განკითხვასა ჩემსა, ღმერთო ჩემო და უფალო ჩემო, შჯასა ჩემსა.
  24. მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა, უფალო ღმერთო ჩემო და ნუმცა უხარის ჩემ ზედა.
  25. ნუ იტყჳედ გულთა შინა მათთა: ვაშა, ვაშა სულსა ჩუენსა! ნუცა იტყჳედ, ვითარმედ: შთავნთქათ იგი.
  26. ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელთა უხაროდა ბოროტთა ჩემთათჳს; შთაიცუედ სირცხჳლი და კდემაჲ, რომელნი მდიდრად იტყოდეს ჩემ ზედა.
  27. იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელთა ენება სიმართლე ჩემი და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უნდა მშჳდობაჲ მონისა შენისაჲ.
  28. და ენაჲ ჩემი იტყოდის სიმართლესა შენსა და მარადღე ქებასა შენსა.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო