იულიუსის კალენდრით:
10 აპრ. 2024 წ.

სამშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
23 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ქვაბთახევის მონასტერში წამებულ დედათა ხსენებას!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ე 5


ფსალმუნი ლგ 33
ფსალმუნი დავითისი, რაჟამს-იგი იცვალა პირი თჳსი წინაშე აბიმელექისსა და განუტევა იგი და წარვიდა
ფსალმუნი
  1. ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაჲ მისი პირსა ჩემსა.
  2. უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშჳდთა და იხარებდენ.
  3. განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა.
  4. გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიჴსნა მე.
  5. მოვედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუენეს.
  6. ამან გლახაკმან ჴმა-ჰყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იჴსნა იგი.
  7. დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაჲ გარემოჲს მოშიშთა მისთა და იჴსნნეს იგინი.
  8. განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას.
  9. გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაჲ მოშიშთა მისთა.
  10. მდიდარნი დაგლახაკნეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა.
  11. მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაჲ გასწაო თქუენ.
  12. ვინ არს კაც, რომელსა ჰნებავს ცხორებაჲ და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი?
  13. დააცხრვე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყჳან ზაკვასა;
  14. მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი, მოიძიე მშჳდობაჲ და მისდევდი მას.
  15. თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა;
  16. პირი უფლისაჲ მოქმედთა ზედა ძჳრისათა მოსპოლვად ქუეყანით საჴსენებელი მათი.
  17. ჴშობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იჴსნნა იგინი.
  18. მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს.
  19. მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იჴსნნეს იგინი უფალმან.
  20. დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს.
  21. სიკუდილი ცოდვილთაჲ ბოროტ არს, ხოლო რომელთა სძულდეს მართალი, უშჯულოებენ.
  22. იჴსნნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა სცოდონ ყოველთა, რომელნი ესვენ მას.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო