იულიუსის კალენდრით:
13 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
26 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი დ 4

კანონნი


ფსალმუნი ლ 30
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, განკჳრვებისაჲ
ფსალმუნი
  1. შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიჴსენ და განმარინე მე.
  2. მოყავ ჩემდა ყური შენი და ისწრაფე განრინებად ჩემდა; მეყავ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხორებად ჩემდა.
  3. რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ და სახელისა შენისათჳს მიძღუე მე და გამომზარდო მე.
  4. და გამომიყვანო მე საფრჴისა ამისგან, რომელ დამირწყუეს მე, რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო.
  5. და ჴელთა შენთა შევჰვედრო სული ჩემი; მიჴსენ მე, უფალო ღმერთო ჭეშმარიტებისაო.
  6. მოიძულენ შენ იგინი, რომელთა დაიცვიან ამაოებაჲ ცუდად, ხოლო მე უფალსა ვესავ.
  7. ვგალობდე და ვიხარებდე წყალობისა შენისა მიმართ, რამეთუ მოხედენ სიმდაბლესა ჩემსა და იჴსენ ჭირთაგან სული ჩემი;
  8. და არა მიმეც მე ჴელთა მტერთა ჩემთასა, დამიდგენ ფართოსა ფერჴნი ჩემნი.
  9. მიწყალე მე, უფალო, რამეთუ მჭირს მე; შეშფოთნა გულისწყრომითა თვალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი.
  10. რამეთუ მოაკლდა სალმობით ცხორებაჲ ჩემი და წელიწადნი ჩემნი სულთქუმით; მოუძლურდა გლახაკობითა ძალი ჩემი და ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს.
  11. ყოველთა მტერთა ჩემთაგან ვიქმენ მე საყუედრელ და მოძმეთა ჩემთაგან ფრიად და შიშ მეცნიერთა ჩემთა; რომელთა მიხილიან მე, გარეგანივლტიედ ჩემგან.
  12. დავივიწყე მე, ვითარცა მკვდარი, გულთაგან და ვიქმენი მე ვითარცა ჭურჭელი წყმედული.
  13. რამეთუ მესმა მე ყუედრებაჲ მრავალთაჲ, რომელნი გარემოჲს იყვნეს ჩემსა; რაჟამს შეკრბეს იგინი ერთბამად ჩემ ზედა, მიღებაჲ სულისა ჩემისაჲ იზრახეს.
  14. ხოლო მე, უფალო, შენ გესავ; ვთქუ: შენ ხარ ღმერთი ჩემი.
  15. და ჴელთა შენთა შინა არს მკჳდრობაჲ ჩემი; მიჴსენ მე ჴელთაგან მტერთა ჩემთაჲსა და მდევართა ჩემთაჲსა.
  16. გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა.
  17. უფალო, ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გხადოდე შენ; ჰრცხუენოდენ უღმრთოთა და შთაჴდენ იგინი ჯოჯოხეთად.
  18. უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკვარნი, რომელნი იტყჳან მართლისა მის ზედა უშჯულოებასა ამპარტავანებითა და შეურაცხებითა.
  19. ვითარ მრავალ არს წყალობაჲ სიტკბოებისა შენისაჲ, უფალო, რომელ დაუმარხე მოშიშთა შენთა! ჰყავ შენ იგი მოსავთა შენთათჳს წინაშე ძეთა კაცთასა.
  20. დაჰფარნე იგინი საფარველსა პირისა შენისასა აღძრვისაგან კაცთაჲსა; დაიცვნე იგინი კარავსა შენსა ჴდომისაგან ენათაჲსა.
  21. კურთხეულ არს უფალი, რამეთუ საკჳრველ-ყო წყალობაჲ მისი ზედა ქალაქსა მტკიცესა.
  22. ხოლო მე ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა: გან-მე-გდებულ ვარ მე პირისაგან თუალთა შენთაჲსა; ამისთჳს შეგესმა ჴმაჲ ლოცვისა ჩემისაჲ, რაჟამს ვღაღადებდი მე შენდამი.
  23. შეიყუარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა, რამეთუ ჭეშმარიტებასა ეძიებს უფალი და მიაგოს მათ, რომელნი მეტად ჰყოფენ ამპარტავანებასა
  24. მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული თქუენი, ყოველნი რომელნი ესავთ უფალსა.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო