იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი დ 4


ფსალმუნი კე 25
ფსალმუნი დავითისი
ფსალმუნი
  1. მისაჯე მე, უფალო, რამეთუ მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე და უფალსა ვესევდ, რაჲთა არა მოუძლურდე.
  2. გამომცადე მე, უფალო, და განმცადე მე, გამოაჴურვენ თირკუმელნი ჩემნი და გული ჩემი.
  3. რამეთუ წყალობაჲ შენი წინაშე თუალთა ჩემთა არს და სათნო-ვეყავ მე ჭეშმარიტებასა შენსა.
  4. არა დავჯედ მე კრებულსა თანა ამაოებისასა და უშჯულოთა თანა მე არა შევიდე.
  5. მოვიძულე კრებული უკეთერთაჲ და უღმრთოთა თანა მე არა დავჯდე.
  6. დავიბანნე უბრალოებით ჴელნი ჩემნი და გარემოვადგე საკურთხეველსა შენსა, უფალო;
  7. სმენად ჩემდა ჴმაჲ ქებისა შენისაჲ და მითხრობად ყოველი საკჳრველებაჲ შენი.
  8. უფალო, შევიყუარე შუენიერებაჲ სახლისა შენისაჲ და ადგილი საყოფელი დიდებისა შენისაჲ.
  9. ნუ წარსწყმედ უღმრთოთა თანა სულსა ჩემსა და კაცთა მოსისხლეთა თანა ცხორებასა ჩემსა;
  10. რომელთა ჴელნი უშჯულოებით არიან, მარჯუენე მათი აღივსო ქრთამითა.
  11. ხოლო მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე; მიჴსენ მე, უფალო, და მიწყალე მე.
  12. ფერჴი ჩემი დადგა სიწრფოებით, ეკლესიასა შინა გაკურთხო შენ, უფალო.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო