იულიუსის კალენდრით:
12 აპრ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
25 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი გ 3


ფსალმუნი კ 20
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი
ფსალმუნი
  1. უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.
  2. გულისთქუმაჲ გულისა მისისაჲ მიეც მას და ნებაჲ ბაგეთა მისთაჲ არა დააკლე მას.
  3. რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გჳრგჳნი ქვისა მისგან პატიოსნისა.
  4. ცხორებაჲ გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაჲ დღეთაჲ უკუნითი-უკუნისამდე.
  5. დიდ არს დიდებაჲ მისი მაცხოვარებითა შენითა, დიდებაჲ და დიდადშუენიერებაჲ დაადგ მას ზედა;
  6. რამეთუ მისცე მას კურთხევაჲ უკუნითი-უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაჲთა.
  7. რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაჲთა არა იძრას.
  8. იპოვენ ჴელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან პოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი.
  9. რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა საჴუმილი ცეცხლისაჲ ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.
  10. ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.
  11. რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახნეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად.
  12. რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განჰმზადო პირი მათი.
  13. ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ ძლიერებათა შენთა.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო