იულიუსის კალენდრით:
3 აპრ. 2024 წ.

სამშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
16 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი გ 3


ფსალმუნი იჱ 18
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი
ფსალმუნი
  1. ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროჲ.
  2. დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა.
  3. არა არიან თქუმულ არცა სიტყუა, რომელთა-იგი არა ესმა ჴმაჲ მათი.
  4. ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მათნი.
  5. მზესა აღდგა კარავი თჳსი; და თავადი, ვითარცა სიძე რაჲ გამოვალნ ეზოჲთ თჳსით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა.
  6. ცის კიდითგან არს გამოსლვაჲ მისი და მიწევნაჲ მისი ვიდრე კიდედ ცისამდე; და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა.
  7. შჯული უფლისაჲ უბიწო არს და მოაქცევს სულთა; წამებანი უფლისანი სარწმუნო არიან და გონიერ ყვნიან ყრმანი.
  8. სიმართლენი უფლისანი წრფელ არიან და ახარებენ გულსა; მცნებაჲ უფლისაჲ ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა.
  9. შიში უფლისაჲ წმიდა არს და ჰგიეს იგი უკუნითი- უკუნისამდე; განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა.
  10. გულისსათქუმელ არიან უფროჲს ოქროჲსა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად და უტკბილეს უფროჲს თაფლისა და გოლეულისა.
  11. და რამეთუ მონამანცა შენშან იცვნეს ესე, დაცვასა მათსა მოსაგებელ მრავალ.
  12. შეცოდებანი ვინ-მე გულისჴმა-ყვნეს? საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე შე.
  13. და უცხოთაგან იცევ მონაჲ შენი; არათუ მეუფლნენ, მაშინ უბიწო ვიყო მე და განვწმიდნე მე ცოდვისაგან დიდისა.
  14. და იყვნენ შენდა სათნო სიტყუანი პირისა ჩემისანი და ზრახვანი გულისა ჩემისანი შენ წინაშე მარადის, უფალო, მწეო ჩემო და მჴსნელო ჩემო.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო