იულიუსის კალენდრით:
6 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
19 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი კ 20


ფსალმუნი რმვ 146
ალელეაჲ, ანგეაჲსი და ზაქარიაჲსი
ფსალმუნი
  1. აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაჲ; ღმერთსა ჩუენსა, ტკბილ-ეყავნ მას ქებაჲ.
  2. აღაშენოს იერუსალემი უფალმან და განბნეულნი ისრაელისანი შეკრიბნეს,
  3. რომელმან განკურნნის შემუსრვილნი გულითა და შეუხჳნის წყლულებანი მათნი;
  4. რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკულავთაჲ. და ყოველთავე მათ სახელით უწესნ.
  5. დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისჴმისა მისისა არა არს რიცხჳ.
  6. შეიწყნარნის მშჳდნი უფალმან, ხოლო დაამდაბლნის ცოდვილნი მიწამდე.
  7. აკურთხევდით უფალსა აღსარებითა და უგალობდით ღმერთსა ჩუენსა ებნითა,
  8. რომელმან შემოსნის ცანი ღრუბლითა და განუმზადის წჳმაჲ ქუეყანასა, რომელმან აღმოაცენის თივაჲ მთათა და მწუანე სამსახურებელად კაცთა;
  9. რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან მას.
  10. არათუ ძლიერებაჲ ცხენისაჲ უნდა, არცა სხჳლბარკალნი მამაკაცისანი სთნდეს;
  11. არამედ სთნდეს უფალსა მოშიშნი მისნი და რომელნი ესვენ წყალობათა მისთა.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო