იულიუსის კალენდრით:
13 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
26 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ბ 2


ფსალმუნი იე 15
ძეგლისწერაჲ დავითისი
ფსალმუნი
  1. მიცევ მე, უფალო, რამეთუ შენ გესავ.
  2. ვარქუ უფალსა: უფალი ჩემი ხარი შენ, რამეთუ კეთილთა ჩემთაგან არაჲ გიჴმს.
  3. წმიდათაჲ რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკჳრველ ყო უფალმან ყოველივე ნებაჲ მისი მათ შორის.
  4. განმრავლდეს უძლურებანი მათნი და ამისსა შემდგომად ისწრაფეს; არა შევკრიბო კრებულები მათი სისხლთაგან, არცა მოვიჴსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითა.
  5. უფალი ნაწილ არს მკჳდრობისა ჩემისა და სასუმელისა ჩემისა; შენ ხარ, რომელმან მომაგე მე მკჳდრობაჲ ჩემი ჩემდა.
  6. საბელნი მხუდეს მე რჩეულთა ჩემთა თანა, და რამეთუ სამკჳდრებელი ჩემი მტკიცე არს ჩემდა.
  7. ვაკურთხო უფალი, რომელმან გუღისჴმა-მიყო მე, რამეთუ ღამემდე და უმეტესცა განმსწავლეს მე თირკუმელთა ჩემთა.
  8. წინაჲსწარ ვხედევ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა.
  9. ამისთჳს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაჲ ჩემი, უფროჲსღა და ჴორცთაცა ჩემთა დაიმკჳდრონ სასოებით.
  10. რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა.
  11. მაუწყენ მე გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაჲთა; შუენიერებაჲ მარჯუენესა შინა შენსა სრულიად.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო