იულიუსის კალენდრით:
1 ოქტ. 2024 წ.

ორშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
14 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ სვეტიცხოვლობას; საფარველს ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა და ხსენებას: მოციქულთასწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი. წმინდისა სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა. წმინდისა მელქისედეკ I-ისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ით 19


ფსალმუნი რმ 140
ფსალმუნი დავითისი
ფსალმუნი
  1. უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი; ისმინე ჩემი, მოხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი.
  2. წარემართენ ლოცვაჲ ჩემი ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, აღპყრობაჲ ჴელთა ჩემთაჲ მსხუერპლ სამწუხროდ.
  3. დასდევ, უფალო, საცოჲ პირსა ჩემსა და კარი ძნელი - ბაგეთა ჩემთა.
  4. ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უშჯულოებასა, და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა.
  5. მსწავლოს მე მართალმან წყალობითა და მამხილოს მე; ზეთი ცოდვილისაჲ ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვაჲ ჩემი ნებასა მათსა.
  6. დაინთქნეს მახლობელად კლდისა მსაჯულნი მათნი, ისმნენ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ ტკბილ არიან.
  7. ვითარცა სისქე მიწისაჲ განიპო ქუეყანასა ზედა, განიბნინეს ძუალნი მათნი ჯოჯოხეთს შინა.
  8. რამეთუ შენდამი, უფალო, უფალო, თუალნი ჩემნი; შენდამი ვესავ, ნუ მიმიღებ სულსა ჩემსა.
  9. მიცევ მე მახისაგან, რომელ დამირწყეს მე, და საცთურისაგან, რომელნი იქმან უშჯულოებასა.
  10. შეითხინენ სათხეველთა მისთა ცოდვილნი; მხოლოჲ ვარი მე, ვიდრემდის თანაწარვჰჴდე?





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო