იულიუსის კალენდრით:
1 ოქტ. 2024 წ.

ორშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
14 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ სვეტიცხოვლობას; საფარველს ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა და ხსენებას: მოციქულთასწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი. წმინდისა სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა. წმინდისა მელქისედეკ I-ისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ით 19


ფსალმუნი რლჱ 138
დასასრულსა, დავითის ფსალმუნი ზაქარიაჲსგან, განთესვასა
ფსალმუნი
  1. უფალო, გამომცადე მე და მიცან მე;
  2. შენ სცან დაჯდომაჲ ჩემი და აღდგომაჲ ჩემი, შენ გულისჴმა-ყვენ ზრახვანი ჩემნი შორით;
  3. ალაგნი ჩემნი და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკულიენ და ყოველნი გზანი ჩემნი წინაჲსწარ იხილენ;
  4. რამეთუ არა არს ზაკვაჲ ენასა ჩემსა;
  5. აჰა, უფალო, შენ სცან ყოველი უკუანაჲსკნელი და დასაბამისაჲ, შენ შემქმენ
  6. საკჳრველ იქმნა ცნობაჲ შენი ჩემგან; განძლიერდა და ვერ შეუძლო მას.
  7. ვიდრე-მე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრე-მე ვივლტოდი?
  8. აღ-თუ-ვჴდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვჴდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ;
  9. აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად, და დავემკჳდრო მე დასასრულსა ზღჳსასა,
  10. და რამეთუ მუნცა ჴელი შენი მიძღოდის მე, და მარჯუენემან შენმან შემიწყნაროს მე.
  11. და ვთქუ: ბნელმან სამე დამთრგუნოს მე და ღამე განმანათლებელ იყოს ფუფუნებისა ჩემისა.
  12. რამეთუ ბნელი შენ მიერ არა დაბნელდეს და ღამე ვითარცა დღე განათლდეს; ვითარცა ბნელი მისი, ეგრეცა ნათელი მისი.
  13. რამეთუ შენ დაჰბადენ თირკუმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედის მუცლით ჩემითგან.
  14. აღგიარო შენ, რამეთუ საშინელად საკჳრველ იქმენ; საკჳრველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყნის ფრიად.
  15. არა დაეფარა ძუალი ჩემი შენგან, რომელი ჰქმენ დაფარულად, და სიმტკიცე ჩემი ქუესკნელთა შინა ქუეყანისათა.
  16. რომელ-იგი არა შექმნა, იხილეს თუალთა შენთა, და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაიწერნენ; დღისი დაიბადნენ, და არღარა იყოს ნაკლულევანებაჲ მათ შორის.
  17. ხოლო ჩემდა დიდად სადიდებელ იყვნეს მეგობარნი შენნი, ღმერთო, ფრიად განძლიერდეს მთავარნი მათნი.
  18. აღვრაცხნე იგინი, და უფროჲს ქჳშისა განმრავლდენ; განვიღჳძე, და მერმეცა მე შენთანა ვარ.
  19. უკუეთუ მოსწყუედ ცოდვილთა, ღმერთო, კაცნი მოსისხლენი განმეშორენით ჩემგან.
  20. რამეთუ მჴდომ ხართ გულისზრახვითა თქუენითა; დაიპყრნენ ამაოებითა ქალაქნი შენნი.
  21. ანუ არა მოძულენი შენნი, უფალო, მოვიძულენა და მტერთა შენთა ზედა განვკფდი?
  22. სიძულილითა სრულითა მოვიძულენ, და იგინი მტერად შემექმნნეს მე.
  23. განმცადე მე, ღმერთო, და ცან გული ჩემი; განმიკითხე და გულისჴმა-ყვენ ალაგნი ჩემნი.
  24. და იხილე, არს თუ გზაჲ უშჟულოებისაჲ ჩემ თანა, და მიძღოდე მე გზასა მას საუკუნესა.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო