იულიუსის კალენდრით:
13 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
26 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი იჱ 18


ფსალმუნი რლა 131
გალობაჲ აღსავალთაჲ
ფსალმუნი
  1. მოიჴსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშჳდე მისი,
  2. ვითარ-იგი ეფუცა უფალსა და აღუთქუა ღმერთსა იაკობისსა:
  3. უკუეთუ შევიდე მე საყოფელსა სახლისა ჩემისასა, ანუთუ აღვჴდე სარეცელსა ცხედრისა ჩემისასა,
  4. ანუთუ ვსცე ძილი თუალთა ჩემთა და ჰრული წამთა ჩემთა და განსუენებაჲ ჴორცთა ჩემთა,
  5. ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისაჲ და საყოფელი ღმრთისა იაკობისი.
  6. ესერა გუესმა ესე ევფრათას, და ვპოეთ იგი ველსა მას მაღნართასა.
  7. შევიდეთ საყოფელთა მისთა, თაყუანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერჴნი მისნი.
  8. აღდეგ, უფალო, განსასუენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისაჲ;
  9. მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი იხარებდენ.
  10. დავითისთჳს, მონისა შენისა, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ცხებულისაგან შენისა.
  11. ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხ-ყოს იგი: ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთა.
  12. და-თუ-იმარხონ შვილთა შენთა შჯული ჩემი და წამებანი ჩემნი ესე, რომელ ვასწავლნე მათ, და ნაშობნი მათნი დასხდენ უკუნისამდე საყდართა შენთა.
  13. რამეთუ გამოირჩია უფალმან სიონი და სათნო-იყო იგი სამკჳდრებელად თჳსა:
  14. ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი-უეუნისამდე, ამას დავემკჳდრო, რამეთუ მთნავს ესე.
  15. ნადირნი მისნი კურთხევით ვაკურთხნე და გლახაკნი მისნი განვაძღნე პურითა.
  16. მღდელთა მისთა შევჰმოსო ცხორებაჲ, და წმიდანი მისნი სიხარულით იხარებდენ.
  17. მუნ აღმოუცენო რქაჲ დავითს და განუმზადე სანთელი ცხებულსა ჩემსა.
  18. მტერთა მისთა შევჰმოსო სირცხჳლი, ხოლო მის ზედა აღყუავნეს სიწმიდე ჩემი.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო