იულიუსის კალენდრით:
1 ოქტ. 2024 წ.

ორშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
14 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ სვეტიცხოვლობას; საფარველს ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა და ხსენებას: მოციქულთასწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი. წმინდისა სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა. წმინდისა მელქისედეკ I-ისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ივ 16


ფსალმუნი რიგ 113
ალელუაჲ
ფსალმუნი
  1. გამოსლვასა ისრაელისასა ეგჳპტით, სახლისა იაკობისა - ერისაგან ბარბაროზთაჲსა,
  2. იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა და ისრაელი საბრძანებელ მისა.
  3. ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ.
  4. მთანი იმღერდეს ვითარცა ვერძნი და ბორცუნი - ვითარცა კრავნი ცხოვართანი.
  5. რაჲ არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე, რამეთუ უკუნიქეც მართლუკუნ?
  6. მთანი, რამეთუ იმღერდით ვითარცა ვერძნი და ბორცუნი - ვითარცა კრავნი ცხოვართანი?
  7. პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანაჲ, პირისაგან ღმრთისა იაკობისა,
  8. რომელმან გარდააქცია კლდე ტბად წყალთა და კლდე განუკუეთელი, - წყაროებად წყალთა.
  9. ნუ ჩუენთჳს, უფალო, ნუ ჩუენთჳს, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაჲ წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა.
  10. ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი?
  11. ხოლო ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაჲცა უნდა, ქმნა.
  12. კერპნი წარმართთანი ოქროჲსანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ჴელთა კაცთანი;
  13. პირ ათქს და არა იტყჳან, თუალ ასხენ და არა ხედვენ,
  14. ყურ ასხენ და არა ესმის, ცხჳრ ასხენ და არა იყნოსენ,
  15. ჴელ ასხენ და არა განიხილვენ, ფერჴ ასხენ და არა ვლენან, არცაღა ჴმობენ ჴორჴითა მათითა.
  16. ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ.
  17. სახლი ისრაელისაჲ ესვიდა უფალსა; შემწე და შემწყნარებელ არს მათდა.
  18. სახლი აჰრონისი ესვიდა უფალსა; შემწე და შესავედრებელ არს მათდა.
  19. მოშიშნი უფლისანი ესვიდეს უფალსა; შემწე და მფარველ არს მათდა.
  20. უფალმან მომიჴსენნა ჩუენ და მაკურთხნა ჩუენ, აკურთხა სახლი ისრაელისაჲ, აკურთხა სახლი აჰრონისი,
  21. აკურთხნა უფალმან მოშიშნი მისნი, მცირენი დიდთა თანა.
  22. შეგძინენ უფალმან თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა;
  23. კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ.
  24. ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანაჲ მოსცა ძეთა კაცთასა.
  25. არათუ მკუდარნი გაქებდენ შენ, უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი,
  26. არამედ ჩუენ ცხოველნი ვაკურთხევდეთ უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო