იულიუსის კალენდრით:
24 აპრ. 2024 წ.

სამშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
07 მაი. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ივერიის ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულს და 6000 დავით გარეჯელ მოწამეთა ხსენებას!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი იდ 14


ფსალმუნი რდ 104
ალელუაჲ
ფსალმუნი
  1. აღუვარებდით უფალსა და ხადოდეთ სახელსა მისსა, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი.
  2. აქებდით მას და უგალობდით მას, მიუთხრობდით ყოველთა საკჳრველებათა მისთა.
  3. იქებოდეთ სახელითა მისითა წმიდითა; იხარებდინ გული მეძიებელთა უფლისათაჲ.
  4. მოიძიეთ უფალი და განძლიერდით და ეძიებდით პირსა მისსა მარადის;
  5. მოიჴსენეთ საკჳრველებათა მისთაჲ, რომელ ქმნა სასწაულნი და სამართალნი პირისა მისისანი.
  6. ნათესავნი აბრაჰამისნი მონანი მისნი, შვილნი იაკობისნი რჩეულნი მისნი.
  7. თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არიან სამართალნი მისნი.
  8. მოიჴსენა უკუნისამდე აღთქუმისა თჳსისაჲ და სიტყუაჲ, რომელ ამცნო ათასამდე ნათესავად,
  9. რომელ-იგი დადვა აბრაჰამის თანა და ფიცი მისი ისაკის თანა.
  10. და დაამტკიცა იგი იაკობის თანა ბრძანებად და ისრაელისა აღთქუმად საუკუნოდ.
  11. ჰრქუა მას: შენ მიგცე ქუეყანაჲ იგი ქანანისაჲ ნაწილად მკჳდრობისა თქუენისა;
  12. რამეთუ იყვნეს იგინი რიცხჳთ მცირე-მცირე და მსხემ მას შინა.
  13. და ვიდოდეს იგინი თესლითი-თესლად და მეფეთაგან ერად სხუად.
  14. არა აუფლა კაცსა ვნებად მათდა და ამხილა მათთჳს მეფეთა:
  15. ნუ შეეხებით ცხებულსა ჩემსა და წინაჲსწარმეტყუელთა ჩემთა შორის ნუ უკუეთურობთ.
  16. და მოუწოდა სიყმილსა ქუეყანად და ყოველი ძალი პურისაჲ შემუსრა.
  17. წარავლინა წინაჲსწარ მათსა კაცი, და მონად განისყიდა იოსები.
  18. დაამდაბლნეს ბორკილითა ფერჴნი მისნი, რკინასა განვლო სულმან მისმან.
  19. ვიდრე მოწევნადმდე სიტყჳსა მისისა სიტყუამან უფლისამან გამოაჴურვა იგი.
  20. მიავლინა მეფემან და განჰჴსნა იგი მთავრად ერისა და განუტევა იგი.
  21. და დაადგინა იგი უფლად სახლისა თჳსისა და მთავრად ყოვლისა მონებისა მისისა;
  22. სწავლად მთავართა მისთა ვითარცა თავი თჳსი და მოხუცებულთა მისთა განბრძნობად.
  23. და შევიდა ისრაელი ეგვპტედ და იაკობ დაემკჳდრა ქუეყანასა მას ქამისსა.
  24. და აღაორძინა ერი მისი ფრიად და განაძლიერა იგი უფროჲს მტერთა მისთა.
  25. გარდააქცია გული მისი მოძულებად ერისა მისისა და ზაკვად მონათა შორის მისთა.
  26. წარავლინა მოსე, მონაჲ მისი, და აჰრონ, რომელი გამოირჩია თავისა თჳსისა;
  27. დასხნა მათ შორის სიტყუანი სასწაულთა მისთანი და ნიშთა მისთანი ქუეყანასა მას ქამისსა.
  28. მიავლინა მათდა ბნელი და დააბნელნა, რამეთუ განამწარნეს სიტყუანი მისნი.
  29. გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და მოსწყჳდნა თევზნი მათნი;
  30. განამრავლა ქუეყანამან მათმან მყუარი საუნჯეთა შორის მეფეთა მათთაჲსა.
  31. თქუა, და მოჴდა ძაღლისმწერი და მუმლი ყოველთა საზღვართა მათთა.
  32. დასხნა წჳმანი მათნი სეტყუად და ცეცხლი აღატყდებოდა ქუეყანასა მათსა.
  33. და დასცა ვენაჴები მათი და ლეღუოვანი მათი და შემუსრა ყოველი ხე საზღვარისა მათისაჲ.
  34. თქუა, და მოჴდა მკალი და ბუზი, რომლისა არა იყო რიცხჳ;
  35. შეჭამა ყოველი თივაჲ ქუეყანასა შინა მათსა და მოჭამა ყოველი ნაყოფი ქუეყანისა მათისაჲ.
  36. და დასცა ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა შინა მათსა, დასაბამი ყოვლისა ტკივილისა მათისაჲ.
  37. და გამოიყვანნა იგინი ოქროჲთა და ვეცხლითა, და არა იყო ნათესავსა მათსა სნეულ.
  38. იხარა ეგჳპტემან გამოსლვასა მათსა, რამეთუ დაეცა შიში მათი მათ ზედა.
  39. განჰმარტა ღრუბელი საგრილად მათდა და ცეცხლი მნათობად მათდა ღამე.
  40. ითხოვეს, და მოჴდა მწყერმარჴილი, და პურითა ზეცისაჲთა განაძღნა იგინი;
  41. სცა კლდესა, და გამოეცნეს წყალნი, და ვიდოდეს ურწყულსა მდინარენი.
  42. რამეთუ მოიჴსენა სიტყჳსი წმიდისა თჳსისა, რომელ ყო აბრაჰამის მიმართ მონისა თჳსისა.
  43. და გამოიყვანა ერი თჳსი სიხარულით და რჩეულნი მისნი - შუებით.
  44. და მისცა მათ სოფლები წარმართთაჲ, და ნაშრომი ერთაჲ დაიმკჳდრეს,
  45. რაჲთა დაიცვნენ სამართალნი მისნი და შჯული მისი მოიძიონ.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო