იულიუსის კალენდრით: 1 ოქტ. 2024 წ. |
✠ ორშაბათი |
გრიგოლის კალენდრით: 14 ოქტ. 2024 წ. |
გილოცავთ სვეტიცხოვლობას; საფარველს ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა და ხსენებას: მოციქულთასწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი. წმინდისა სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა. წმინდისა მელქისედეკ I-ისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა!
ფსალმუნნი
კანონი იდ 14
ფსალმუნი რა 101
ლოცვაჲ გლახაკისაჲ, ოდეს მოეწყინოს და განჰფინოს წინაშე უფლისა თხოვაჲ თჳსი
- უფალო, ისმინე ლოცვისა ჩემისაჲ და ღაღადებაჲ ჩემი შენდა შევედინ.
- ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან; რომელსა დღესა მჭირდეს მე, მოყავ ჩემდა ყური შენი; და რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსწრაფლ შეგესემინ ჩემი.
- რამეთუ მოაკლდა ვითარცა დღეთა ჩემთა, და ძუალნი ჩემნი ვითარცა ქარქუეტი განჴმეს.
- იწყლა ვითარცა თივაჲ და განჴმა გული ჩემი, რამეთუ დავივიწყე მე ჭამად პური ჩემი.
- ჴმითა სულთქუმისა ჩემისაჲითა შეჰჴმეს ჴორცნი ჩემნი ძუალთა ჩემთა.
- ვემსგავსე მე ვარხუსა მას უდაბნოჲსასა და ვიქმენ მე, ვითარცა ბუჲ ნატამალსა.
- უძილ ვიქმენ და ვიყავ ვითარცა სირი მხოლოჲ სართულსა ზედა.
- მარადღე მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი და მაქებელნი ჩემნი ჩემდამო ფუცვიდეს.
- რამეთუ ნაცარი ვითარცა პური ვჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი
- პირისაგან რისხვისა და გულისწყრომისა შენისა, რამეთუ აღმიღე და დამაკუეთე მე.
- და დღენი ჩემნი ვითარცა აჩრდილი წარჴდეს, და მე ვითარცა თივაჲ განვჴემ.
- ხოლო შენ, უფალო, უკუნისამდე ჰგიე, და საჴსენებელი შენი თესლითი-თესლადმდე.
- შენ აღსდგე და შეიწყალო სიონი, რამეთუ ჟამი წყალობისა მისისაჲ, რამეთუ მოწევნულ არს ჟამი.
- რამეთუ სთნდეს მონათა შენთა ქვანი მისნი, და მიწასა მისსა სწყალობდენ.
- და ეშინოდის წარმართთა სახელისაგან უფლისა და ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა - დიდებისაგან მისისა.
- რამეთუ აღაშენოს უფალმან სიონი და გამოუჩნდეს მას დიდებითა მისითა.
- მოჰხედნა ლოცვასა ზედა მდაბალთასა და არა შეურაცხ-ყო ვედრებაჲ მათი.
- დაიწერენ ესე ნათესავად სხუად, და ერი დაბადებადი აქებდეს უფალსა;
- რამეთუ მოიხილა მაღლით წმიდით მისით, უფალმან ზეცით ქუეყანად გარდამოიხილა,
- რაჲთა შეისმინოს სულთქუმაჲ შებორკილებულთაჲ და განჰჴსნნეს ნაშობნი მოკლულთანი,
- თხრობად სიონს სახელი უფლისაჲ და ქებულებაჲ მისი - იერუსალემს,
- შეკრებად ერისა ერთად და მეფენი მონებად უფლისა.
- მიუგო მას გზასა შინა ძლიერებისა მისისასა: სიმცირე დღეთა ჩემთაჲ მითხარ მე.
- და ნუ განმიყვანებ მე კერძოთაგან დღეთა ჩემთაჲსა; თესლითი-თესლადმდე არიან წელიწადნი შენნი.
- დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანაჲ დააფუძნე, და ქმნულნი ჴელთა შენთანი ცანი არიან.
- იგინი წარჴდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე იგინი, და იცვალნენ.
- ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადნი შენნი არა მოაკლდენ.
- ძენი მონათა შენთანი დაემკჳდრნენ, და ნათესავი მათი უკუნისამდე წარემართოს.
ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად