იულიუსის კალენდრით:
26 სექ. 2024 წ.

ოთხშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
09 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ მიცვალებას წმინდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა!
ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის ჩამოსვენებას საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989 წ.)


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი იგ 13


ფსალმუნი ჟვ 96
დავითისი, ოდეს ქუეყანაჲ მისი დაემკჳდრებოდა, წარუწერელი ებრაელთა შორის
ფსალმუნი
  1. უფალი სუფევს, იხარებდინ ქუეყანაჲ, და იშუებდედ ჭალაკნი მრავალნი.
  2. ღრუბელი და ნისლი გარემო არს მისსა, სიმართლე და განკითხვაჲ - წარმართებაჲ საყდრისა მისისაჲ.
  3. ცეცხლი მის წინაშე ვიდოდის და შეწუნეს გარემოჲს მტერნი მისნი.
  4. გამოჩნდეს ელვანი მისნი სოფელსა, იხილა და შეძრწუნდა ქუეყანაჲ.
  5. მთანი ვითარცა ცჳლი დადნეს პირისაგან უფლისა, პირისაგან უფლისა ყოვლისა ქუეყანისა.
  6. უთხრეს ცათა სიმართლე მისი, და იხილონ ყოველთა ერთა დიდებაჲ მისი.
  7. ჰრცხუენოდენ ყოველთა, რომელნი თაყუანის-სცემენ ჴელითქმნულთა და რომელნი იქადიან კერპებითა მათითა. თაყუანის-ეცით მას ყოველთა ანგელოზთა მისთა.
  8. ესმა და იხარებდა სიონი და იშუებდეს ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა შენთათჳს, უფალო.
  9. რამეთუ შენ, უფალი, მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა, ფრიად აჰმაღლდი შენ უფროჲს ყოველთა ღმერთთა.
  10. რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ ბოროტი; დაიცვნეს უფალმან სულნი წმიდათა მისთანი და ჴელთაგან ცოდვილისათა იჴსნნეს იგინი.
  11. ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა და გულითა წრფელთა - სიხარული.
  12. იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აღუვარებდით საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო