იულიუსის კალენდრით:
15 მარ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
28 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ია 11


ფსალმუნი პ 80
დასასრულსა, საწნეხელთათჳს ასაფისი
ფსალმუნი
  1. უგალობდით ღმერთსა, მწესა ჩუენსა, ღაღადებდით ღმრთისა იაკობისა.
  2. აღიღეთ ფსალმუნი და ეცით ბობღანსა, საგალობელი სახარულევანი ებნითა.
  3. დაჰბერეთ ახლისთჳს თავთა ნესტჳთა, ბრწყინვალესა დღესა დღესასწაულისა ჩუენისასა.
  4. რამეთუ ბრძანებაჲ არს ესე ისრაელისაჲ. და სამართალი არს ღმრთისა იაკობისი.
  5. წამებად იოსების თანა დადვა ესე, რაჟამს გამოვიდოდა იგი ქუეყანით ეგჳპტით; ენაჲ, რომელი არა იცოდა, ესმა;
  6. განაშორნა ტჳრთსა ბეჭნი მისნი და ჴელნი მისნი გოდრითა მონებასა.
  7. ჭირსა მხადე მე, და გიჴსენ შენ; მესმა შენი დაფარულთა შინა გრიგალისათა, გამოგცადე შენ წყალთა მათ ზედა ცილობისათა.
  8. ისმინე, ერო ჩემო, და გიწამო შენ, და ისრაელო, ისმინო თუ ჩემი,
  9. არა იყოს შენ შორის ღმერთი საწუთოჲ, არცა თაყუანის-სცე შენ ღმერთსა უცხოსა.
  10. რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან აღმოგიყვანე შენ ქუეყანით ეგჳპტით; განავრცე პირი შენი და აღვავსო ეგე.
  11. და ერმან ჩემმან არა ისმინა ჴმისა ჩემისაჲ და ისრაელი მე არა მერჩდა.
  12. და განვავლინენ იგინი საქმეთაებრ გულთა მათთაჲსა, რაჲთა ვიდოდიან საქმეთა შინა მათთა.
  13. უკუეთუმცა ერსა ჩემსა ესმინა ჩემი და ისრაელი თუმცა გზათა ჩემთა სრულ იყო,
  14. ვითარცა არარაჲთამცა მტერნი მათნი დამემდაბლნეს და მაჭირვებელთა მათთა ზედა და-მცა-მედგა ჴელი ჩემი.
  15. მტერნი უფლისანი ეცრუვნეს მას და იყოს ჟამი მათი საუკუნოდ.
  16. და აჭამა მათ სიპოხისაგან იფქლისა და კლდისაგან თაფლისა განაძღნა იგინი.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო