იულიუსის კალენდრით:
12 აპრ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
25 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ია 11


ფსალმუნი ოთ 79
ცვალებადთათჳს, წამებაჲ ასაფისი, ფსალმუნი ასურისათჳს
ფსალმუნი
  1. რომელი ჰმწყსი ისრაელსა, მოიხილე, რომელი უძღჳ ვითარცა ცხოვარსა იოსებსა; რომელი ჰზი ზედა ქერობინთა, განცხადენ.
  2. წინაშე ეფრემ და ბენიამენ და მანასესსა აღადგინე ძლიერებაჲ შენი და მოვედ ცხორებად ჩუენდა.
  3. ღმერთო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ.
  4. უფალო ღმერთო ძალთაო, ვიდრემდის განრისხნე ლოცვასა ზედა მონათა შენთასა?
  5. მაჭამებ ჩუენ პურსა ცრემლითა და მასუამ ჩუენ ცრემლთა საწყაულითა;
  6. მყვენ ჩუენ საჴდომელ გარემოჲსთა ჩუენთა, და მტერნი ჩუენნი მეკიცხევდეს ჩუენ.
  7. უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხოვნდეთ.
  8. ვენაჴი ეგჳპტით სცვალე, განასხენ წარმართნი და დაასხ იგი.
  9. გზა-უყავ წინაშე მისსა და დაჰნერგენ ძირნი მისნი, და აღავსო ქუეყანაჲ,
  10. დაფარნა მთანი ჩრდილმან მისმან და ბაბილოთა მისთა - ნაძუნი ღმრთისანი.
  11. მისწუადნა რქანი მისნი ზღუამდე და მდინარედმდე - მწუერვალნი მისნი.
  12. აწ რად მოჰჴადე ზღუდე მისი, და მოჰყურძნიან მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი?
  13. განრყუნა იგი ეშუმან მაღნარისამან, და ბრანგუმან მძჳნვარემან მოძოა იგი.
  14. ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოხედე ვენაჴსა ამას;
  15. და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან, და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა,
  16. მომწუარი ცეცხლითა და მოოჴრებული; რისხვითა პირისა შენისაჲთა წარწყმდენ.
  17. იყავნ ჴელი შენი კაცსა ზედა, მარჯუენე შენი, და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა.
  18. და არა განგეშორნეთ ჩუენ შენგან და დიდებისაგან წყალობისა შენისა; მაცხოვნნე ჩუენ, და სახელსა შენსა ვხადოდით.
  19. უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა, და ვცხოვნდეთ.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო