იულიუსის კალენდრით:
26 სექ. 2024 წ.

ოთხშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
09 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ მიცვალებას წმინდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა!
ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის ჩამოსვენებას საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989 წ.)


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ა 1


ფსალმუნი ჱ 8
დასასრულსა, საწნეხელთათჳს ფსალმუნი დავითისი
ფსალმუნი
  1. უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდადშუენიერებაჲ შენი ზესკნელს ცათა.
  2. პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაამტკი-ცე ქებაჲ მტერთა შენთათჳს, რაჲთამაცა დაიჴსნა მტერი იგი და შურის-მგებელი.
  3. რამეთუ ვიხილნე მე ცანი, ქმნულნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკულავები, რომელ შენ დააფუძნენ.
  4. რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისაჲ, რამეთუ მოხედავ მას?
  5. დააკლე იგი მცირედ რაჲმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გჳრგჳინოსან ჰყავ იგი.
  6. და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ჴელთა შენთასა, ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერჴთა მისთა.
  7. ცხოვარი და ზროხაჲ ყოველივე, მერმეცა და პირუტყუნი ველისანი,
  8. მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი, რაოდენნი ვლენან ალაგებსა მას ზღუათასა.
  9. უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო